კინო გარდაიცვალა ოთარ კობერიძე 2015, 9 მარტი, 13:55 90 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული თეატრის და კინოს მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ოთარ კობერიძე.
დაიბადა თბილისში 1924 წლის 17 დეკემბერს.1943-45 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში.1948 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.შემდეგ იყო სოხუმის დრამტული თეატრის( 1950 – 1956) და თბილისის მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი(1959–1964).
1941 წლიდან იღებენ კინოში. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. მათ შორის ისეთი დასამახსოვრებელი როლები, როგორიცაა ”ბაში-აჩუკი”, 1956წ -( ბაში-აჩუკი), ”სხვისი შვილები”, 1958 - (დათა), ”მამლუქი”, 1958 - (მაჰმუდი), ”შეწყვეტილი სიმღერა”, 1960 - (გურამი), ”დათა თუთაშხია”, 1978 - (სეხნიევი) და სხვა.
იყო რეჟისორი ფილმებისა:”ოცნებასთან შესახვედრად”, 1963”გამსვლელი პაიკი”, 1970”აღმოსავლეთის ექსპრესი”, 1976”ელოდეთ მოკავშირეს”, 1978, ”სიბრძნის კარავი”, 1982, ”ვინ არის მეოთხე?”, 1985, ”ოპერაცია ვუნდერლანდი”, 1988. მისი მეუღლე გახლდათ ასევე პოპულარული ქართველი მსახიობი ლია ელიავა.მსახიობს დარჩა ერთი ქალიშვილი. 73 4-ს მოსწონს
|