x
image
მანჩო 777
უცნაური უფლებები, რომლებიც ქალებმა უკანასკნელ წლებში მიიღეს
ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თანამედროვე სამყაროში ქალებს თანასწორუფლებიანობისათვის ბრძოლა უკვე აღარ სჭირდებათ. მათ მიიღეს ყველაფერი, რაც უნდოდათ, ხანდახან კი იმაზე ბევრად უფრო მეტი, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ ქალები კვლავ აგრძელებენ თავიანთი უფლებებისათვის ბრძოლას და მათ გაუჩნდათ ახალ-ახალი პრივილეგიები, თან ისეთ სფეროებში, რომლებიც თანამედროვე ცივილიზაციისათვის გაუგებარი და სრულიად აბსურდულია.

ოცი წლის წინ პეკინში გაიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეოთხე მსოფლიო ყრილობა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა მთელი მსოფლიოს ქალთა უფლელების და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კონცეფცია. პეკინის დეკლარაციამ შეაკავშირა მსოფლიოს ქვეყნები ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნით.


image


მიღებულ დოკუმენტში სულ 199 პუნქტია, რომელთა შესრულება სავალდებულოა ყველა ქვეყნისათვის. ცხოვრება სულაც არაა იდეალური და სქესობრივი პრინციპით ადამიანების დაყოფა და განსხვავება ჯერ კიდევ არსებობს მრავალ ქვეყანაში, მაგრამ ამ ოც წელს უქმად სულაც არ ჩაუვლია. 130-ზე მეტ ქვეყანაში მიღებული იქნა კანონი გენდერული თანასწორობის, ხოლო 120 ქვეყანაში - კანონი სექსუალური ძალადობის შესახებ. იმ ქვეყნების დაახლოებით 80%-ში, სადაც ტრადიციად იყო ქცეული გოგონათა წინადაცვეთა, ეს პროცედურა ოფიციალურად იქნა აკრძალული.


ახლა კი გთავაზობთ იმ უცნაური კანონების ჩამონათვალს, რომლებიც მიღებული იქნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკანასკნელ წლებში და რომლებიც ქალთა უფლებების დაცვას ეხება.



ღამით მუშაობა

image

ფრანგ ქალებს ამჟამად უფლება აქვთ იმუშაონ ღამით. 1892 წელს მიღებული კანონი ამ საქმიანობას კრძალავდა და მხოლოდ 2000 წელს გააუქმა საფრანგეთის პარლამენტმა ეს აბსურდული კანონი.



სასამართლო განჩინება

image

2007 წლიდან კოსტა-რიკელ ქალებს უფლება აქვთ სასამართლოში იჩივლონ სექსუალური ძალადობის გამო. მოძალადეებს უკვე აღარ შეუძლიათ ეს საკითხი მშვიდობიანი გზით, უბრალოდ დაოჯახებით მოაგვარონ, როგორც ეს უწინ ხდებოდა. ამ კანონის მიღებამდე თუკი მამაკაცი გაუპატიურების შემდეგ გოგონაზე დაქორწინდებოდა, თუნდაც მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მას ძალადობის გამო პასუხისმგებლობა ეხსნებოდა.



მემკვიდრეობა

image

რუანდელ ქალებს ახლა უკვე აქვთ უფლება თავიანთი ქონება მემკვიდრეობით დაუტოვონ მას, ვინც სურთ. 1999 წელს ქვეყანაში მიღებული კანონმდებლობით ქალებს უფლება მიეცათ მემკვიდრეობით მიიღონ ან გადასცენ მიწა, მაგრამ მისი გაყიდვის უფლება მათ მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მიიღეს.



მკვლელობა ღირსების დასაცავად

image

იორდანიაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც იმ ქალებს, რომლებმაც ქმარი მოკლეს ღალატის გამო, შეუმსუბუქებენ განაჩენს, როგორც ეს ხდებოდა ათასწლეულის განმავლობაში იმ მამაკაცების მიმართ, რომლებიც ცოლებს კლავდნენ იგივე ბრალდებით. სისხლის სამართლის კოდექსში 2001 წელს შეიტანეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც ღირსების გამო მკვლელობისათვის მამაკაცი და ქალი გათანასწორებული იქნა.



სექსი ქორწინების დროს


image


მალაიზიელ ქალებს ამჟამად უფლება აქვთ უჩივლონ თავიანთ ქმრებს გაუპატიურების გამო. რაღა თქმა უნდა, სექსი-ოჯახური თანაცხოვრების აუცილებელი ატრიბუტია, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს ურთიერთშეთანხმების გარეშე. ამჟამად ქორწონების დროს გაუპატიურება სამართალდარღვევად ითვლება სერბიაში, ჩერნოგორიაში და თქვენ წარმოიდგინეთ, პაპუა-ახალ გვინეაშიც კი. აი, ინდოეთში კი პარლამენტმა ამ კანონის დამტკიცებაზე უარი განაცხადა.



განქორწინება და ქალიშვილობის გვარი

image

უგანდელმა ქალებმა უფლება მიიღეს გაეყარნონ ქმარს ღალატის შემთხვევაში და დაიბრუნონ ქალიშვილობის გვარი. ეს კანონი მიიღო უგანდის კონსტიტუციურმა სასამართლომ 2004 წელს. მანამდე ამ უფლებას მხოლოდ მამაკაცები ფლობდნენ.



სცემს? - ეს იგი უყვარს


image


ინდონეზიელმა ქალებმა უფლება მიიღეს სასამართლოში უჩივლონ ქმარს, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ცოლს. 2004 წელს ქვეყანაში მიიღეს კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ.



ეროვნება მემკვიდრეობის მიხედვით

image

სურინამში ქალს უფლება აქვს შვილებს მისცეს თავისი ეროვნება, აი, მოქალაქეობის გადაცემის უფლება კი აქაურ ქალებს ჯერჯერობით არ აქვთ.




8
152
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
152
  
2015, 10 მარტი, 13:01
მესმის საყვარელო, მესმის.
2015, 10 მარტი, 12:59
რავი, ინტერესი იკარგება ასე, ხომ გესმის :(
2015, 10 მარტი, 12:50
ამ საიტზე შენზე და ,,მეამეა''-ზე კარგ სტატიებს ვერავინ ვერ წერს. ხელი არ ჩაიქნიო. იმედია რამე გვეშველება.
2015, 10 მარტი, 12:46
სულ გამიქარა წერის ხალისი აქ...ზოგი არ წერს შოუბიზნესზე, მაგრამ მთავრზე დევს მათი სტატიები,,,მიკერძოებაა ეს აბა რაა?
ეგეც ვცადე, გვანცა, შოუბიუზნესზე დაწერა: 30 ნახვა ჰქონდა იმ სტატიას, 2 საათIს შემდეგ
"პალიტრამ" დადო ზუსტად იგივე და ეგრევე 3000 ნახვაზე ავიდა..4 დღე მისი სტატია იდო მთავარზე, ჩემი კიდევ არსად არ ჩანდა....რას გავს ეს? ესაა სამართლიანობა?:(
2015, 10 მარტი, 12:42
და 42 გაზიარებით :) ცოტა უცნაურია :)) ამას წინათ ერთი სტატია დავწერე უცხოურ წყაროებში სამი დღე ,,დავძვრებოდი'' და 100 ნახვაც ვერ მოაგროვა. მერე გავბრაზდი და ისევ ჩვეულებრივი, დაბალი დონის, შოუბიზნესის ჭორზე დავწერე და 4000 ნახვა მოაგროვა :))
2015, 10 მარტი, 12:38
30 ნახვით :)
2015, 10 მარტი, 12:36
სტატია შესანიშნავია :)
2015, 10 მარტი, 12:35
კიდევ სადღაც წავიკითხე ფრანგ ქალებს ოფიციალურად დართეს ნება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შარვლით იარონ.დღემდე ფრანგ ქალებს, კონკრეტულად კი პარიზელებს, "მამაკაცის სამოსის" ტარება პოლიციის ან სასამართლოს თანხმობით შეეძლოთ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ქალი ველოსიპედით დადიოდა ან ცხენზე ჯირითობდა.
0 1 8