x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ყველაზე ტრაგიკული 8 მარტი საბჭოთა კავშირის ისტორიაში:მკვლელი ბავშვები გმირი დედის მეთაურობით
image

1988 წლის 8 მარტს ირკუტსკიდან ლენინგრადისკენ ანხორციელებდა რეისს სამგზავრო ლაინერი Ту-154... მგზავრთა უმეტესობას ამაღლებული განწყობა ჰქონდათ.თუმცა რა იცოდნენ თუ ცოტა ხანში რა ტრაგიკული მოვლენები დატრიალდებოდა ამ თვითმფრინავში რამდენიმე საათის შემდეგ...

მრავალშვილიანი ოვეჩკინების ოჯახი თვითმფრინავს ხელში ჩაიგდებენ და ლონდონში გაფრენას მოითხოვენ.


ბორტზე ასულ სხვა მგზავრებისგან განსხვავებით ნინელი ოვეჩკინს, თითით საჩვენებელ სანიმუშო ოჯახის უფროსს სულ სხვა მიზანი ჰქონდა:თვითმფრინავის გატაცება და გაქცევა საბჭოთა კავშირიდან.




ოვეჩკინები მოკრძალებულად ცხოვრობდნენ.11 შვილს ძირითადად ნინელი ზრდიდა.მისი ქმარი ლოთი იყო და 1984 წელს გარდაიცვალა.მას შემდეგ ნინელი მრავალშვილიან ოჯახში უალტერნატივო ავტორიტეტი გახდა.


სწორედ დედამ შემაჩნია, რომ მისი შვილები საოცრად მუსიკალურები იყვნენ...მანვე 1983 წელს ჩამოაყალიბა ჯაზური ანსამბლი "Семь Симеонов".წარმატება კოლოსალური იყო.მათზე დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღეს, ხოლო სახელმწიფომ მრავალშვილიან ოჯახს ორი სამოთახიანი ბინა მისცა.

image

შემდეგ იყო გასტროლები არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ კაპიტალისტურ ქვეყნებშიც.


1987 წელს ოვეჩკინები იაპონიაში გაემგზავრნენ საგასტროლოდ, სადაც დიდი აუდიტორიის წინაშე მოუწიათ გამოსვლამ...

სწორედ ამის შემდეგ დაებადათ იდეა ოვეჩკინების ოჯახს საზღვარგარეთ გაქცეულიყვნენ და საგანგებოდ გეგმა თითქმის 6 თვით ადრე შეიმუშავეს.

image


ოვეჩკინების ოჯახს აეროპორტის თანამშრომლები სახეზე ზეპირად ცნობდნენ, ასე რომ 1988 წლის 8 მარტს არავის აზრადაც არ მოსვლია შეემოწმებინათ მუსიკოსების ბაგაჟი.


ოფიციალურად ოვეჩკინები მიფრინავდნენ ლენინგრადში საგასტროლოდ..თუმცა მათი დანიშნულების ბოლო პუნქტი სულ სხვა იყო, -ლონდონი.


თვითმფრინავი კურგანში დაეშვა, საწვავით შეივსო და ლენინგრადისკენ აიღო კურსი.სწორედ ამ მომენტში დაიწყო მოქმედება ოვეჩკინების ოჯახმა.


თავიდან ოვეჩკინებმა ბორტგამცილებელს პოლოტთან გაატანეს წერილი, სადაც ისინი ითხოვდნენ თვითმფრინავს შეეცვალა მარშრუტი და ლონდონში გაფრენილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდნენ.

თავიდან პოლოტებს ეგონათ, რომ მუსიკოსები ხუმრობდნენ, მაგრამ როდესაც ოვეჩკინებმა გადაჭრილი თოფი ამოიღეს და მგზავრების მოკვლით დაიმუქრნენ, საქმემ სერიოზული ხასიათი მიიღო...


თავიდან პოლოტებმა გადაწყვიტეს თვითონ გაეწიათ წინააღმდეგობა ტერორისტებისთვის(იმ პერიოდში უკვე მფრინავები "მაკაროვის" სისტემის იარაღით იყვენენ შეიარაღებულები), თუმცა ეს გეგმა სარისკოდ მოეჩვენათ და მორიგ მითითებებს მიწიდან დაელოდნენ.


ამის შემდეგ სუკმა აიღო თავის თავზე ოპერაციის ხელმძღვანელობა. თავიდან ტერორისტებთან მოლაპარაკებაზე გავიდა ბორტინჟინერი ინოკენტი სტუპაკოვი, მას უნდა დაერწმუნებინა ნინელი და მისი შვილები, რომ საწვავი ლონდონამდე არ ეყოფოდათ, ამიტომ უნდა აერჩიათ სხვა ახლომახლო ქვეყანა.(სინამდვილეში საწვავი საკმარისი იყო)..ცოტა ხანი თათბირის შემდეგ გამტაცებლებმა გადაწყვიტეს კურსი ფინეთისკენ აეღოთ.


ამის შემდეგ გამტაცებლებთან გავიდა ბორტგამცილებელი თამარა ჟარკაია და მათ აცნობა, რომ მალე თვითმფრინავი დაჯდებოდა პატარა ფინურ ქალაქ კოტკაში.


სინამდვილეში კი თვითმფრინავი ლენინგრადის მახლობლად, ვეშევოში, სამხედრო აეროდრომზე ჯდებოდა. ოპერაციის ხელმძღვანელებს იმედი ჰქონდათ, რომ მუსიკოსები ვერ მიხვდებოდნენ, რომ ისევ საბჭოთა ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ... იქ უკვე მობილიზებული იყო სპეცრაზმი.


16:05 წუთზე თვითმფრინავი ვეშევოში დაეშვა..ყველაფერი წყნარად და კარგად მიდიოდა იქამდე სანამ სრულად დაუფარავად ყველა მხრიდან თვითმფრინავს საბჭოთა ჯარისკაცებმა არ შემოარტყეს ალყა.

image

ტერორისტები მაშინვე მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, 24 წლის დიმიტრი ოვეჩკინმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მოკლა თამარა ჟარკაია, ხოლო ნინელიმ თავის შვილებს უბრძანა შტურმით აეღოთ პილოტების კაბინა.

imageსურათზე: ბორტგამცილებელი თამარ ჟარკაია(1959-1988)



თუმცა ამ გეგმამ ფიასკო განიცადა.ამის შემდეგ ძმები დაიმუქრნენ, რომ დახოცავდნენ მგზავრებს, ამასთანავე მათ უარი თქვეს ხომალდიდან ბავშვების და ქალების გამოშვებაზე...


ამასობაში თვითმფრინავს საწვავის მანქანა მიუახლოვდა, ტერორისტებმა ბორტგამცილებელი გარეთ გაუშვეს, რომ ავზი გაეხსნა.სინამდვილეში ეს ყველაფერი სპექტაკლი იყო.სპეცრაზმი, ნაწილი თვითმფრინავის კუდიდან, ხოლო მეორე ნაწილი მფრინავების კაბინიდან შტურმისთვის ემზადებოდა.

თვითმფრინავმა საწვავი "შეავსო" და ასაფრენ ბილიკისკენ გაემართა...


ამის შემდეგ დაიწყო სპეცრაზმის უნიჭო და არაპროფესიონალური ოპერაცია...ოვეჩკინებმა თავიდანვე საპასუხო სროლით რამდენიმე სპეცრაზმელი დაჭრეს..შედეგად სპეცრაზემელები ისევ პილოტის კაბინაში დაიმალნენ...არც თვითმფრინავის კუდიდან განხორციელებული შეტევა გახდა ეფექტური...ურთიერთ სროლის შედეგად კიდევ 3 მგზავრი დაიღუპა.


ამის შემდეგ ნინელიმ თავის შვილები გარშემო შემოიკრიბა და თვითნაკეთი ბომბი ააფეთქეს(სუიციდი თავიდანვე იყო ოვეჩკინების გეგმაში, თუ გატაცება გეგმის მიხედვით არ განხორციელდებოდა), თუმცა აფეთქების შემდეგ მხოლოდ ალექსანდრე დაიღუპა.


ამის შემდეგ ნინელიმ თავის უფროს ვაჟს, ვასილის უბრძანა მისთვის ესროლა, შვილმა უყოყმანოდ შეასრულა დავალება.შემდეგ დადგა დიმიტრის და ოლეგის ჯერიც....17 წლის იგორს არ უნდოდა სიკვდილი და ამიტომ ტუალეტში დაიმალა..თუმცა მის ძმას მის საძებნად ნამდვილად აღარ ჰქონდა დრო..ოლეგის მოკვლის შემდეგ თავში დაიხალა ტყვია..თვითმფრინაში ხანძარი გაჩნდა, დაიწყო პანიკა....როგორც იქნა ერთ-ერთმა მგზავრმა კარი გახსნა.პანიკაში ჩავარდნილი მგზავრები თვითმფრინავს ქაოსურად სტოვებდნენ..


საღამოს 8 საათზე ოპერაცია დასრულდა. დაიღუპა 9 ადამიანი, (3 მგზავრი, ბორტგამცილებელი და 5 ოვეჩკინების ოჯახის წევრი)15-მა მძიმე ტრავმა მიიღო.


საბჭოთა კავშირის დაშლამდე 2 წელიღა იყო დარჩენილი....რომ ცოდნოდა ნინელის ამის შესახებ ალბათ მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა...

8
550
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
550
  
2015, 12 მარტი, 22:26
რა თქმა უნდა ტერორისტები არიან....მაგაზე საერთოდ ორი აზრიც არ ასებობს....ისევე როგორც 1983 წელს Gატაცებულ თვითმფრინავს ზოგიერთი გმირებად რომ მოიხსენიებს...სირცხვილია გათავხედებული ელიტური ახალგაზრდები რომლებსაც თავიანტი ამბიციების დაკმაყოფილება უნდოდათ
2015, 9 მარტი, 10:26
საბჭოთა კავშირის საშინილება არაფერ შუაში არაა! გიჟი იყო ალბათ ის ქალი, გაქცევა თუ უნდოდათ მაინც და მაინც თვითმფრინავის გატაცება რა საჭირო იყო, მითუმეტეს გასტროლებით დადიოდნენ თურმე საზღვარგარეთ. სახელმწიფოფ ორი სამოთახიანი ბინა მისცა და ეხლა 30 შვილი რო გყავდეს, თეთრს არ მოგცემს არავინ! თუ გმირები არიან ეხლა ესენი, რახან საბჭოთა კავშირიდან ასე მოინდომეს გაქცევა? ჩვეულებრივი ტერორისტები არიან და არანაირი სევდიანი ისტორია, უბრალოდ საშინელი ისტორიაა!!!
2015, 8 მარტი, 16:29
ის თუ რა მოხდება ან მოხდებოდა მეორე დრეს ან თვეს ბევრ ადამაისნ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა და არა მარტო ამ შემთხვევაში,სული წინ გვისწრებს ხოლმე :(
2015, 8 მარტი, 16:26
ქონდა როგორც დადებითი.... ასევე უარყოფითიც..თვითმკვლელობა იმიტომ კი არ განახორციელს,რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრებას სიკცდილი ერჩიეთ...უნრალოდ დახრეტა გარანტირებული ჰქონდათ..თუმცა უნდ აღინიშნბოს რომ დარჩენილი ოჯახის წევრებიდან მცირეწლოვანები ნინელის დას მიაბარეს,,ხოლო დანარჩენს 12 წლიანი და 8 წლიანი პარიმრობა მისცეს
2015, 8 მარტი, 16:21
დრემდე არაფერი მსმენია,ძალიან განვიცადე,ნუთუ ასეთი საშინელება იყო საბჭოეთი?
2015, 8 მარტი, 15:52
მახსოვს ეგ ისტორია:(
2015, 8 მარტი, 15:52
კი სევდიანი ისტორიაა და საკმაოდ მძიმე..მაგრამ არ შეიძლება ფერფლი წააყარო ასეთ ფაქტებს
2015, 8 მარტი, 15:46
დღეს რატომ დაგვამწუხრე, არაჩანდა?:(
0 1 8