სხვა ფეხით მისიარულეებს SMS-ის გაგზავნისათვის დააჯარიმებენ 2012, 19 მაისი, 19:28 აშშ-ში ქალაქ ფორტ-ლის პოლიციის დეპარტამენტმა შემოიღო გადაწყვეტილება, რომ ფეხით მოსიარულეები SMS-ის გაგზავნის შემთხვევაში დააჯარიმონ.ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წლის დასაწყისიდან დღემდე უკვე 20 უბედური შემთხვევა მოხდა. ოცივე შემთხვევაში, მესიჯების წერით გართულ ადამიანს მანქანა დაეჯახა. სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ ავარიული შემთხვევების გახშირებაში დამნაშავე არა მხოლოდ მანქანის მძღოლები, არამედ უყურადღებო ქვეითად მოსიარულენი არიან, რომლებიც გართულნი არიან SMS-ის წერით. 98 5-ს მოსწონს
|