ძალიან ბევრს აინტერესებს, მიშას შემცვლელის ვინაობა. ალბად ბევრს არც გაუკვირდება ის კულუარული ინფორმაცია, რომ არჩევნებისთვის ვანო მერაბიშვილი ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნის.
ვერ კონკრეტდება, ეს ძალა იქნება ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, თუ ტრამპლინი, საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკურ ერთობა "ქართულ ოცნებაში" გადასახტომად ნაციონალური მოძრაობის გარკვეული სახეების, პირველ რიგში კი მერაბიშვილის.
ერთ-ერთი ვერსიით, პოლიტიკური ძალის შექმნასა და ლიდერობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ღია განცხადებას გააკეთებს და გადადგება. მომავალ პირველ პოლიციელად ბაჩო ახალია სახელდება. მეტი ეფექტისთვის ახალი პარტიის შექმნის დროდ ზაფხულის მიწურული სახელდება.