შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ რუსთავი 2ამიკო ჩოხარაძემ, ლევან გოგორელიანმა და თემო მჟავიამ დატოვა.ეხლა კი მათ რიგებს
დავით გოგიშვილი, იგივე ციყვი, უერთდება
ციყვი რუსთავი 2-დან წამოსვლის მთავარ მიზეზებზე ალაპარაკდა: ამ ტელევიზიაში მართვა, შრომის ნაყოფიერების შეფასება არასწორად ხდება. ყველაფერმა ამან მოამწიფა ნიადაგი, რომ ტელევიზიიდან წამოვსულიყავით.
ერთ-ერთი საფუძველი, რამაც ეს ნაბიჯი გადაგვადგმევინა, იყო და არის სრული შემოქმედებითი თავისუფლება. ჩვენ მოგვცეს იმის გარანტია, რომ არ ჩავერთვებით პოლიტიკაში, ჩვენ ვართ შემოქმედი ადამიანები, რომლებსაც გვაქვს პრეტენზია გავაკეთოთ კარგი სატელევიზიო პროექტი. ამდენად, როცა თავისუფლებას დაინახავენ, რეაქციაც შესაბამისი იქნება.