საბუნებისმეტყველო 10 ყველაზე მახინჯი არსება დედამიწის ზურგზე 2015, 7 მარტი, 10:31 1-მეწამული ანუ ლილისფერი ბაყაყი.(ლათ.Nasikabatrachus sahyadrensis)-აღმოაჩინეს 2003 წელს ინდოეთში, დასავლეთ გხატაში.მათი ბინდარობის არეალი 14 კვ.კმ-ია.მიაკუთვნეს სეიშელის ბაყაყისებრთა ოჯახს, თუმცა მისი აღმომჩენი, პროფესორი ბიჯუ ამ სახეობას ცალკე ოჯახად მიიჩნევს.
2-სფინქსი-უბეწვო, კატისებრთა ოჯახიდან.ითვლება, რომ მათი ისტორია ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტედან იწყება. 3-შიშველი მიწისმთხრელი ვირთაგვა(Heterocephalus glaber)-წააგავს დაპატარავებულ ლომვეშაპს.იკვებება მცენარეების ძირებით და მცენარეებით.გამოირჩევა მძლავრი იმუნიტეტით და სიცოცხლის ხანგრძლივობით(ცოცხლობს 30 წელი) 4-ზღვის ეშმაკი-ლათ. (Lophius piscatorius) -მტაცებელია.მისი მეორე სახელია "ომარი ღატაკებისათვის". იკვებება როგორც მსხვილი, ასევე წვრილი თევზებით, . მისი კუჭქვეშა ჯირკვლისაგან ამზადებენ ინსულინს. 5-აი აი ანუ მადაგასკარის ხელფეხი(ლათ.Daubentonia madagascariensis)-ცხოვრობს ჩრდილოეთ მადაგასკარზე.შეტანილია წითელ წიგნში, ყველა დიდი ღამის პრიმატი მსოფლიოში. 6-მგელთევზა(Hoplias malabaricus)–მტაცებელი თევზი ბინადრობს სამხრეთ ამერიკაში. 7-თევზი წვეთი-( Psychrolutes marcidus)-2013 წელს თევზი წვეთი სამყაროს ყველაზე უშნო არსებად აღიარეს.ბინადრობს ავსტრალიის და ტასმანიის სანაპიროების სიღრმეში. 8-მატამატა(ლათ.Chelus fimbriata)"Matamata"-ს ეპანურიდან თუ ვთარგმნით ნიშნავს "ვკლავ". გველკისერა კუსებრთა ოჯახის ფოჩიანი კუს გვარის ერთადერთი სახეობა. ბინადრობს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. 9-ვარსკვლავა (Condylura cristata)-ძუძუმწოვარა თხუნელასებრნი ოჯახიდან.გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში.გამოირჩევა იმით, რომ დინგზე წამონაზარდი აქვს, რომელიც ვარსკვლავს გვაგონებს. 10-ზღვის ობობა-(ლათ.. Pantopoda) ზღვის ვამპირი, ბინადრობს ანტარქტიდაში.მტაცებელი.მსხვერპლის სხეულიდან იწოვს წვენს მილისებური ნექტრის საშუალებით. 1039 8-ს მოსწონს
|