x
image
მანჩო 777
როგორ ცხოვრობენ თანამედროვე პრინცესები არაბულ სამყაროში
image

საუდის არაბეთის პრინცესა დინა აბდულაზიზ ალ საუდი მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი განუმეორებელი შარმითა და სტილით. წარმოშობით პრინცესა საკმაოდ მაღალ წრეს მიეკუთვნება და შესანიშნავი აღზრდა და განათლება აქვს მიღებული. მოდით მის მაგალითზე თვალი გადავავლოთ, თუ როგორ ცხოვრობენ პრინცესები თანამედროვე არაბულ სამყაროში.


image


პრიცესა დინა ექსკლუზიური ბუტიკის “D’NA”-ის მფლობელია, ამ სალონის კლიენტად გახდომა მხოლოდ მისი მფლობელის პირადი მიწვევითაა შესაძლებელი.



image
კოლექციას ბუტიკისათვის დინა საკუთარი ხელით არჩევს, ეყრდნობა რა თავის უზადო, დახვეწილ გემოვნებას და მუსულმანური სამყაროს ტრადიციებს.


image


მაგალითად, დიზაინერ Diane Von Furstenberg-ის კაბა შეცვლილი იქნა სპეციალურად დინას მოთხოვნით, რათა შესაძლებელი ყოფილიყი მისი ჩართვა ბუტიკის ასორტიმენტში: კაბის მუხლამდე სიგრძე შეიცვალა კოჭებამდე სიგრძით.


image


ცნობილმა დიზაინერმა კრისტიან ლაბუტენმა თავისი ფეხსაცმლის ერთ-ერთ მოდელს სახელი დინას საპატივცემულოდ დაარქვა.

დინა აბდულაზიზი -მოდების ჩვენებების უცვლელი სტუმარია, მის ნაცნობებსა და მეგობრებში უამრავი ცნობილი დიზაინერია.


image


პრინცესას საყვარელი აქსესუარი - Charlotte Olympia-ს კლაჩია.


image


პაპარაცები აღმერთებენ პრინცესას მისი განუმეორებელი, ნათელი სტილის და იმიჯის განუწყვეტელი ცვლილებების გამო.


image


დინა საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა ნიუ-იორკში, რამაც შესამჩნევი გავლენა იქონია მის სტილზე.


image


აქ კი პრინცესა ტრადიციულ არაბულ სამოსში გვევლინება.


image


აბა ვის არ მოხიბლავს გასაოცრად ჰარმონიული და ორგანული შეხამება აღმოსავლური სილამაზისა და დასავლური ტრადიციებისა: თმის მოკლე ვარცხნილობა და არაბული სამყაროსათვის საკმაოდ თამამი მოკლე კაბები, რომლებიც ხაზს უსვამენ დინას დახვეწილ და ტანად ფიგურას.


image


დინა გათხოვილია და მისი ქმარი საუდის არაბეთის პრინცი აბდულაზიზ ბინ ნასერ ბინ აბდულაზიზ ალ საუდია. მათ სამი შვილი ჰყავთ: გოგონა და ტყუპი ვაჟები.


image


image

image

image



5
1319
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1319
  
2015, 7 მარტი, 20:06
ძალიან კარგი სტილი აქვს და საოცარი შარმი
2015, 7 მარტი, 19:08
რაც მთავარია აქვს გემოვნება, ყველა ფულიანს როდი აქვს ის, მომწონს მისი ელეგანტურობა.
2015, 7 მარტი, 18:06
სამწუხაროდ გეთანხმები
2015, 7 მარტი, 17:46
მართალი ხარ, თაკო...ის პრივილეგირებულ ფენას მიეკუთვნება, თორემ უბრალო არაბ ქალებს როდი აქვთ ასეთი თავისუფალი ჩაცმულობის უფლება:(
2015, 7 მარტი, 17:45
მართლა პრინცესაა, საოცარი შარმითა და დახვეწილი გემოვნებით
0 1 5