ქალი და მამაკაცი ბორის ნემცოვის ყოფილი საყვარლები 2015, 6 მარტი, 18:32 ყარაჩაი-ჩერქეზეთში არა აპატიეს გოგონას რომანი ცნობილ პოლიტიკოსთან.
31 წლის ზამირა დუგუჟევა თითქმის მთელი დღეები ტირის მას შემდეგ, როდესაც 27 თებერვლის საღამოს საშინელი ამბავი გაიგო: მოკლეს მისი ყოფილი საყვარელი, ცნობილი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი.ხოლო მისი მეტოქე, ანა დურიცკაია, როგორც აღმოჩნდა ნემცოვს ხვდებოდა უკანასკნელ წუთამდე. -ჩვენ ბოლოს დაახლოებით 8 თვის წინ გვქონდა კონტაქტი, -ამბობს ზამირა დუგუჟევა, -იმ გოგოზე, ანა დურიცკაიაზე შემთხვევით გავიგე..ბორისმა მითხრა, რომ მასთან სერიოზული არაფერი მაქვსო. სურათზე: ბორის ნემცოვი და ზამირა დუგუჟევა გოგონა მოულოდნელად ატირდა. უკვე წარსულშია ყველაფერი და მთავარი აღარ არის.საქმე იმაშია, რომ გოგონა ყარაჩაი -ჩერქეზიდან არის, ხოლო იქ მამაკაცის და ქალის ურთიერთობას სულ სხვაგვარად უყურებენ. -თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ჯოჯოხეთში მოვხვდით მე და ჩემი მთელი ოჯახი. ჩვენზე ნადირობენ! ეს დიდი სირცხვილია. როგორ ვიცხოვრო აწი? - ამბობს ტირილით ზამირა. ბორის ნემცოვის მკვლელობის წინ გოგონა თავის ოჯახი მოსანახულებლად ჩავიდა რესპუბლიკაში.იგი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა მოსკოვში. სურათზე:ზამირა დუგუჟევა ზამირა მოსკოვის ერთ-ერთ მსხვილ კლინიკაში მუშაობს სტაციონალურ მედდად. 2012 წლის მაისის ერთ დღეს არბატზე შოპინგისთვის გასულმა ზამირამ გაიცნო ცნობილი პოლიტიკოსი, გადაიღეს ერთობლივი ფოტო, შემდეგ იყო მსუბუქი ფლირტი, რომელიც ურთიერთობაში გადაიზარდა. ბორის ნემცოვის და ზამირა დუგუჟევას რომანი თითქმის ორი წელი გაგრძელდა.... შემდგომ ბორის ნემცოვმა უკრაინელი, 23 წლის მოდელი ანა დურიცკაია გაიცნო. სურათზე: ანა დურიცკაია 380 4-ს მოსწონს
|