წლების განმავლობაში იცვლება მოდა, ჩაცმის სტილი და იცვლებიან ადამიანებიც. მითუმეტეს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის ჩარევით მარტივი გახდა გარეგნობაში ამა თუ იმ ცვლილების შეტანა. წარმოგიდგენთ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებმაც წლების მანძილზე გასაოცარი ცვლილება განიცადეს, შეეცვალათ იმიჯი და გარეგნობა.
ეკა ბესელია
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია 2011 წლის ოქტომბრიდან „ქართული ოცნების“ წევრია. როგორც ხედავთ მან საგრძნობლად დაიკლო წონაში და შეიცვალა იმიჯი. ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი ქართველი ბიზნესმენი, მეცენატი და პოლიტიკოსია. იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში. ასევე არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია რა პლასტიკური ოპერაციების რიგი ჩამონათვალი შესაძლოა ქონდეს გაკეთებული ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ესენია: შუბლის მიმიკური ნაოჭების კორექცია, თვალის გარშემოწერილობის ბოტოქსი, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის კორექცია, ნიკაპისა და სკულების კორექცია, თმისა და წარბების ტონირება. ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი პოლიტიკოსი და საქართველოს პრემიერ-მინისტრია. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე. ფოტოზე კარგად ჩანს მისი სახეცვლილება. თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი არის ქართველი პოლიტიკოსი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2012 წლიდან. ფოტოდან თუ ვიმსჯელებთ თეა წულუკიანს პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია და წლების წინაც მსგავსი გარეგნობა ჰქონდა. ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე არის ქართველი პოლიტიკოსი. იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2001 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ივნისამდე, ასევე გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. უდავოა, რომ წლების მანძილზე მისი გარეგნობა ბევრად შეიცვალა და მისი იმიჯიც უფრო დახვეწილი გახდა.
მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი არის ქართველი პოლიტიკოსი. იყო საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლიდან 2013 წლამდე. ის გახლავთ პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი. ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი. ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში. წლების მანძილზე ყოფილმა პრეზიდენტმა საგრძნობლად მოიმატა წონაში და შეიცვალა. ანი მიროტაძე
ანი მიროტაძე პროფესიით არის ჟურნალისტი, დღესდღეობით იგი არის პარლამენტის წევრი. ფოტოზე ნათლად ჩანს მისი გარეგნული ცვლილება.ჩიორა თაქთაქიშვილი
ჩიორა თაქთაქიშვილი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ფრაქციის წევრი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ჩიორა თაქთაქიშვილმა ცვლილებები შეიტანა იმიჯში: შეცვალა ვარცხნილობა და თმის ფერი.გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი არის ქართველი პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი. საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლიდან. როგორც ხედავთ ის ახალგაზრდობაში შედარებით გამხდარი იყო. შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი გახლავთ ქართველი პოლიტიკოსი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი 1995 წლიდან. აი როგორი იყო იგი ახალგაზრდობაში.