საქართველო სკანდალი: ,,დაქალისთვის ქმარი არ წამირთმევია, ბიძინას ოთახში ცრემლები არ მიღვრია''-ელისო კილაძე მანანა კობახიძეზე 2015, 16 დეკემბერი, 20:36 ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესა და ჟურნალისტ ელისო კილაძეს შორის გადაცემა "არჩევანის" ეთერში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას. ჟურნალისტი ელისო კილაძის ინფორმაციით, კობახიძე-ბესელიას დუეტმა თავის დროზე კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები პოლიტპატიმართა სიაში ჩასვეს, თუმცა მაშინდელი მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის და მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩარევით ყველა მათგანი ამოღებულ იქნა ამ სიიდან. კობახიძემ კილაძე სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და არაეთიკურად მოიხსენია, კერძოდ ბინძური, ამორალური და ყოვლად უწესო ქალი უწოდა, რასაც ამ უკანასკნელის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. 2553 9-ს მოსწონს 1-ს არა
|