x
"მანდარინები"- დაუფასებელი წარმატება

ბოლო დღეებია, ქართულ სოციალურ ქსელებში "მანდარინებისა" და მისი შემოქმედებითი ჯგუფის კრიტიკა ყველაზე მოდურ თემად იქცა. დასცინიან მსახიობებს, ფილმს, რეჟისორს, ოსკარს.... მე კი ვკითხულობ და კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები მახსენდება: " მუდამ ჩვენ სიმცირეს ვუჩივით, მაგრამ თუ ვინმე ნიჭიერი გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები". მაინც რა გვჭირს, რატომ დავიბოღმეთ ასე ყველასა და ყველაფრის მიმართ, რატომ ვერ ვპატიობთ ერთმანეთს ნიჭიერებას?! ერთია, მოგვწონს თუ არა ჟანრობრივად ან შინაარსობრივად აღბიშნული ფილმი, მაგრამ ურუშაძემ ძალიან დიდი წარმატება მოუტანა საქართველოს. ფილმის "ოსკარზე" მოხვედრა უკვე წარმატებაა. იმის ნაცვლად რომ მადლობა გადავუხადოთ მსახიობებს და გავამხნევით, ათას საშინელებას ვწერთ. მგონი უმჯობესია, საკუთარი წარუმატებლობა სხვების მიმართ

ბოღმად არ გადმოვღვაროთ.


0
6
შეფასება არ არის
ავტორი:პუსკაჩა
პუსკაჩა
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0