x
პრეზიდენტის ხელფასი თითქმის ორმაგდება

image


შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი გაიზარდოს. აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. ხადურის თქმით, გიორგი მარგველაშვილის ხელფასი თვიურად 9000 ლარი იქნება, თუმცა ხელზე მხოლოდ 7 200 ლარს აიღებს.


ამჟამად კი ქართველი პოლიტიკოსები 2005 წელს მიღებული ბრძანებულებით იღებენ ხელფასებს.

დღესდღეობით საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 4 720 ლარს შეადგენს. პრემიერის თვიური ანაზრაურება 4 250 ლარია. 3540 ლარს შეადგენს მინისტრების ხელფასი. პარლამენტის წევრებს 2000 ლარი ერიცხებათ ყოველთვიურად. მინისტრების ანაზღაურების ანალოგია მერის შრომითი ანაზღაურება. 2950 ლარი იღებენ გუბერნატორები, გამგებლების ხელფასი კი 2360 ლარია.

0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:პუსკაჩა
პუსკაჩა
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0