x
რჩევები კონფლიქტის ასარიდებლად

image

თაფლობის თვე გაივლის და ყველაფერი არც ისე იდეალურადაა. იწყება კონფლიქტები და ზურგშექცევით გატარებული ღამეები. რამდენიმე მარტივი რჩევა, როგორ ავირიდოთ უსიამოვნება და შევინარჩუნოთ იდეალური ურთიერთობა:


1. ნუ ეცდები მის გადაკეთებას, მიიღე ისეთი როგორიცაა, რომ დავფიქრდებთ არც შენ ხარ ”ფრთიანი ანგელოზი”, ასე რომ იდეალს ნუ ეძებ, ის არ არსებობს.


2. არ მისცე შენიშვნა ხალხში, ეს მას გააღიზიანებას და თავმოყვარებას შეულახავს, რის გამოც შეიძლება კონტროლი დაკარგოს.



3. როდესაც გაბრაზებული ხარ, ნურაფერს ეტყვი. ეცადე დამშვიდდე, კარგად გაანალიზო სიტუაცია და მხოლოდ მას შემდეგ დააფიქსირო შენი აზრი. გახსოვდეს, უკვე ნათქვამ სიტყვებს ვეღარაფერს მოუხერხებ.


4. დასჯის მექანიზმად ნუ აქცევ სექსს. არასდროს ”დასაჯო” ამგვარად. ჭკვიანი ქალები სწორად კარგი სექსის შემდეგ აღწევენ წარმატას-გააკეთონ ყველაფერი ისე, როგორც თავად სურთ.


5. იყავი კორექტული მისი ოჯახის ხსენებისას. ეცადე იდეალური ურთიერთობა დედამისთან მის დასანახად მაინც შეინარჩუნო.


6. ნუ იქნები ზედმეტად გულახდილი, არაა საჭირო მან შენი წარსული იცოდეს. უმჯობესია აინტერესებდე- ყოველდღე რაიმე ახალს იგებდეს შენს შესახებ.


7. მართე, მაგრამ არ აგრძნობინო, რომ გადაწყვეტილებებს შენ იღებ. მას უნდა სჯეროდეს, რომ უფროსი თავადაა.


8. იყავი ყურადღებიანი, მაგრამ მიეცი ცოტა თავისუფალი დრო. ისევე როგორც შენ, ხანდახან მასაც სჭირდება მეგობრებთან განმარტოვება.


9. სამსახურიდან დაბრუნებულს, დაახვედრე ცხელი სადილი. ნუ დააყრი კითხევებს სახლში შემოსვლისთანავე, აცადე ამოისუნთქოს და თავად მოგიყვეს როგორი დღე ჰქონდა.


10. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ნუ მოდუნდები. იყავი მოწესრიგებული და სასურველი. მამაკაცს სახლში ვნებიანი ქალი სჭირდება და არა ხალათში გამოწყობილი, თმადაუვარცხნელი მომვლელი.

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:პუსკაჩა
პუსკაჩა
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0