საოცარი ფოტოკოლაჟი, რომელიც ადასტურებს ბუნების "ძლევამოსილებას" ანუ ხეები რომლებმაც სამხედრო შეიარაღება და ამუნიცია "მოინელეს და შთანთქეს".
2015, 24 თებერვალი, 11:07
ბუნება რომ საოცარი რამეა საყოველთაოდაა ცნობილი, რომ არა ადამიანების ქაოსური ჩარევა ბუნების მიმართ ვფიქრობ ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა დედამიწაზე ეკოლოგიისა და ადამიანების ჯანმრთელობის კუთხით. მიუხედავად ჩვენი ჩარევისა ბუნების კანონზომიერებებში ბუნება მაინც რჩება ბოლომდე ამოუხსნელ ფენომენად, რისი მცირედი მაგალითი მინდა წარმოგიდგინოთ ფოტოკოლაჟის სახით პატივცემულო მკითხველო. როგორც კი ადამიანები ვიწყებთ უხეშ ჩარევას ბუნების მიმართ, პასუხსაც სწრაფად ვიღებთ ოღონდ ჩვენთვის ძალზე არასასურველს ზვავის, მეწყერის თუ მცოცავი ქანების სახით. ბუნებას შეუძლია მის გზაზე გაანადგუროს ან შთანთქას მისთვის არასასურველი ბარიერები, რისი მაგალითიც ეს სურათებია. საოცარია მაგრამ ფაქტია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იარაღები და სამხედრო ამუნიცია ისეა ხეებში გაჩხერილი და "შთანთქმული", მნახველს აუცილებლად გაუკვირდება, თუ როგორ "სულდგმულობს" ხე რომელიც პრაქტიკულად სამხედრო ჩაფხუტზე დგას ან ხე რომელსაც გამჭოლ აქვს გაჩხერილი საარტილერიო ჭურვი. თუმცა ჩემს მონაყოლს სჯობია თავად იხილოთ ეს საოცარი ფოტოკოლაჟი და დავრწმუნდეთ ბუნების უძლეველობაში.