იმერეთი იმერეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს 2015, 23 თებერვალი, 21:25 იმერეთის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორის პოსტზე ვაკის რაიონის უკვე ყოფილი გამგებელი გივი ჭიჭინაძე დანიშნა. აღნიშნულ პოსტზე ერთი წლის მანძილზე ზაზა მეფარიშვილი იყო. მან ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართა და თანამდებობა დატოვა. როგორც იმერეთის ახალი გუბერნატორი აცხადებს, ის კარგად იცნობს იმერეთის რეგიონს და ეცდება, რომ მთავრობის გადაწყვეტილება გაამართლოს. 404 1-ს მოსწონს
|