იმერეთი ქუთაისში შუახნის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა 2015, 17 მარტი, 23:51
შუა ხნის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ლევან სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ტატო კუჭავამ განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით საქმე 275-ე მუხლით არის აღძრული, რაც სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. 329 2-ს მოსწონს
|