x
მეტი
  • 27.09.2022
  • სტატია:122540
  • ვიდეო:355064
  • სურათი:494813
ქუთაისში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა დაიწვა
imageხანძარი მოხდა ქუთაისში.


პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა დაიწვა.


როგორც ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი აცხადებს, ხანძრის გაჩენის მიზეზები არ იცის.


"გამორიცხულია, რომ ხანძარი ელექტროენერგიას გაეჩინა. შენობიდან, რომ გავდივარ ელექტროენერგია ავტომატურად ირთვება. შენობა მთლიანად დამწვარია, მხოლოდ კომპიუტერების გადარჩენა მოვასწარით, "-ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი.



ხანძრის ქრობის სამსახურის ხელმძღვანელი ალეკო ჩაკვეტაძე ამბობს, რომ სამსახურში ხანძრის შესახებ შეტყობინება ღამის 4:30 წუთზე მიიღეს, ამდრომდე მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.


"შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ადგილზევე მივედით, დაგვეხმარა ხონის და სამტრედიის ჯგუფები. ნამდვილად არ ვიცი რის გამო გაჩნდა ხანძარი, როგორც ვიცი მოგვიანებით გახდება ცნობილი, "-განაცხადა ალეკო ჩაკვეტაძემ.

0
75
2-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0