სისხლის სამართალი სელფი მკვლელობის შემდეგ 2015, 23 თებერვალი, 15:30 ალბათ ეს იყო პირველი "სელფი მკვლელობის შემდეგ" მსოფლიოში.
16 წლის მასკველ ნორტონი პრობლემური მოზარდი იყო და შედეგმაც არ დააყოვნა.შუა კვირაში იგი ესტუმრა თავის თანაკლასელს და თანაც პისტოლეტი გაიყოლა. ყოველგვარი მიზეზის გარეშე მან ესროლა თანაკლასელ რაიან მენგანს სახეში და ადგილზე მოკლა. შემდეგ კი ამოიღო მობილური, მიუახლოვდა მიცვალებულს, გადაიღო მასთან ერთად სელფი, ხოლო შემდეგ ფოტო Snapchat-ით სხვა ახლობელს გაუგზავნა.ამ პროგრამით გაგზავნილი სურათი მალე იშლება თუ არ შეინახე...მოკლედ, ახალგაზრდამ შეინახა სურათი და პოლიციას გადაუგზავნა. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა, მან ყველაფერი აღიარა, ჩადენილია პირველი ხარისხის მკვლელობა, ამიტომ ნორტონს როგორც სრულწლოვანს, ისე გაასამართლებენ.მას სამუდამო პატიმრობა ელოდება. მოკლული რაიანის მეგობრები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ძალიან კარგი, მხიარული და გონებამახვილი ყმაწვილი იყო და სრულიად გაუგებარია მათთვის მკვლელობის მიზეზი. 738 6-ს მოსწონს
|