x
დახმარების მიღების ტაქტიკები

სოციალური გავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმა არის მიიღო დათმობა პირდაპირი მოთხოვნით. სხვებისგან მოთხოვნა სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვანი ატრიბუტია. საინტერესოა, თუ როგორ ვცდილობთ მივიღოთ თანხმობა მოთხოვნაზე და გავაკეთებინოთ ადამიანს ის, რისი გაკეთებაც მას არ სურს. ამისათვის ყოველი ჩვენგანი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, იყენებს სხვადასხვა ხერხს. ინდივიდი, რომელსაც სურს შეცვალოს სხვისი ქცევა, იწყებს მასთან უეთიერთობას მოსამზადებელი საფეხურებით, ცდილობს დაამყაროს მასთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა, რადგან ვარაუდობს რომ ეს ყველაფერი საბოლოო მიზნამდე აუცილებლად მიიყვანს. ფსიქოლოგები გამოყოფენ იმ ეფექტურ ტაქტიკებს, რომლებსაც ადამიანები
ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ:


1.მოთაფვლა - ამ ტაქტიკის მიხედვით, ჯერ ვცდილობ თავი მოვაწონოთ სხვას და ამის შემდეგ ვთხოვთ მას რამეს. ეს ტაქტიკა ეფუძვნება ვარაუდობს, რომ როდესაც ინდივიდს მოვწონვართ, მაშინ გაცილებით დიდი შანსია რომ მისგან მივიღოთ სასურველი დახმარებ. ამ მიზნის მიღწევა (ანუ სხვისთვის თავის მოწონება) შეიძლება: საკუთარი გარეგნობის გაუმჯობესებით, საუკეთესო და სოციუმისთვის სასურველ პიროვნულ თვისებებზე ხაზგასმით; განდიდების ხერხებით - სხვისი განდიდება შეიძლება ქათინაურებით, მის დადებით თვისებებზე ყურადღების გამახვილებით; საკუთარი თავის პოზიტიურ მოვლენებთან ასოცირებით...


2.რეციპროკულობა
- ინდივიდები, რომლებიც ამ ტაქტიკას ირჩევენ, ფიქრობენ, რომ პოზიტიური ქცევა აუცილებლად იწვევს საპასუხო პოზიტიურ ქცევას, შესაბამისად როდესაც გვსურს გავლენა მოვახდინოთ სხვაზე, შეიძლება დავიწყოთ იმით, რომ გავუკეთოთ მას მცირე სიკეთე, რომელსაც ჩვენგან არ მოითხოვდნენ. ასეთი ქცევის შედეგად სამიზნე ინდივიდი თავს დავალებულად იგრძნობს და მას უკვე ძალიან გაუჭირდება უარი თქვას ჩვენს თხოვნაზე. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ზოგჯერ საჩუქარის მიღებისას ნეგატიური გრძნობა გვეუფლება, ამას იწვევს იმის განცდა, რომ თქვენ რაღაცით დავალებული ხართ და მოგიწევთ საპასუხო სიკეთის გაცემა.


3.მრავალჯერადი თხოვნა - როდესაც ინდივიდს მყარად აქვს გამიზნული დაიყოლიოს სხვები მისთვის სასურველი ქცევის განხორციელებაზე, ის არ იფარგლება ერთჯერადი თხოვნით. ინდივიდი, წარმატების შანსის გასაზრდელად, იყენებს ორი ნაბიჯის პოლიტიკას. ამ სტრატეგიის საფუძველი მარტივია - პირველმა თხოვნამ შეიძლება ითამაშოს მოსამზადებელი როლი მეორე თხოვნისათვის. როდესაც პირველი თხოვნა უარყოფილია, მან შეიძლება შეამციროს მეორე თხოვნახე წინააღმდეგობის გაწევა და შესაძლებელია მიიღოს ეს წინადადება.



სოციალურ ფსიქოლოგიაში გამოყოფენ იმ საშუალებებს, რითაც შეიძლება ავიცილოთ სოციალური ზეგავლენა. სავსებით შესაძლებელია რეციპროკულობის რეგულირება. პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ თუ რასთან გვაქვს საქმე. ყოველმა ინდივიდმა კარგად უნდა გაიზროს რომ ჩვენ არ ვართ ვალდებულნი სიკეთე დავუბრუნოთ
მას, ვისაც ჩვენი მანიპულირება აქვს განზრახული და მხოლოდ ამ მიზნით ვიღებთ მისგან რაიმე სარგებელს. როდესაც გაქრება გრძნობა რომ სამაგიერო სიკეთისთვის მოვალენი ვართ, მაშინვე გაქრება მიყოლის ტენდენციაც. შესაძლებელია
მოწონების ეფექტის შეზღუდვაც. მართალია, ჩვენ უფრო დიდად ვართ მიდრეკილნი დავეხმაროთ, მათ ვინც მოგვწონს, თუმცა მონდომების შემთხვევაში ამ გრძნობასაც გავუწევთ წინააღმდეგობას. ამისათვის ინდივიდი, რომელიც გვთოვს დახმარებას და რომლის მიმართაც დიდი სიმპათიით ვართ განწყობილნი, უნდა გამოვაცალკევოთ გადაწყვეტილებებისგან და მისი თხოვნა განვიხილოთ მისი პიროვნების მოუკიდებლად. ასეთ შემთხვევაში გაცილებით დიდია ალბათობა რომ სწორ არჩევანს გავაკეთებთ და მხოლოდ პირადი სიმპათიის გამო არ ჩავიდენთ ჩვენთვის არასასურველ და არახელსაყრელ ქმედებას.




0
13
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ჭოჭუაა
ნათია ჭოჭუაა
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0