x
პოზიტიური ფსიქოლოგიისა და ბედნიერების შესახებ
პოზიტიური ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმართულებაა, რომელიც იმ სიძლიერეებსა და ღირსებებზე ფოკუსირდება, რომლებიც ინდივიდებსა თუ ადამიანთა ერთობებს განვითარების საშუალებას აძლევს. ეს ახალი მიმართულება მარტინ სელიგმანმა და მიჰალი ჩიკზენტმიჰალიმ განავითარეს 1998 წელს და იმის მიუხედავად, რომ ფსიქოლოგიის ახალი დარგია, იგი მეცნიერულ მეთოდებზეა დაფუძნებული. იგი წარმოიშვა, როგორც „ნეგატიური ფსიქოლოგიის“ ალტერნატივა, რომლის ინტერესის ობიექტიც ნეგატიური ემოციები და პათოლოგიები იყო და რომელიც ყურადღებას ამახვილებს ნეგატიურობაზე, უიღბლობასა და „სელფის“ კოროზიაზე. პოზიტიური ფსიქოლოგიის მამების თანახმად, იმ პერიოდამდე ფსიქოლოგია იმედგამაცრუებელი იყო. ექიმები ელოდებოდნენ სნეულ ადამიანებს, არაფერი კეთდებოდა პრევენციისა და ხელშეწყობის სახით, რაც ნამდვილად უნდა ყოფილიყო ისეთი მეცნიერების მთავარი საზრუნავი, რომელიც ჯანმრთელობას ეხება. პოზიტიური ფსიქოლოგია სიძლიერეების განვითარებაზეა კონცენტრირებული, ნაცვლად იმისა, რომ გამოასწოროს რაც „არასწორია“, რადგან იგი ტრადიციული ფსიქოთერაპიის შემავსებელია. პოზიტიური ფსიქოლოგიის მთავარი საკითხებია:


ცხოვრების ხარისხი


ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისას, ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის შანსები მეტია. პოზიტიური ფსიქოლოგია ადამიანებს მათი ქცევის რეგულირების
სტრატეგიებს აძლევს. უმთავრესი უნარი თვითკონტროლია, რომელიც ადამიანებს თვითდესტრუქციული დამოკიდებულებების განდევნის საშუალებას აძლევს.

მიმტევებლობა

იმისათვის, რომ ბედნიერი იყოთ, საჭიროა პოზიტიური ემოციები და დამოკიდებულება წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ. წარსულის მიმართ მიმტევებლურ დამოკიდებულებას მოაქვს სიმშვიდის განცდა. მიტევება უკვე მომხდარის აღქმის ცვლილებას და იმის გათვალისწინებას ნიშნავს, რომ ადამიანები შეცდომებს უშვებენ და ეს მათ ცუდ ადამიანებად არ აქცევს. მრისხანება საწამლავია, ხოლო მიმტევებლობა – საჩუქარი არა სხვების, არამედ საკუთარი თავის მიმართ.


გამძლეობა

ეს არის ადამიანის უნარი, გაუმკლავდეს სტრესსა და გასაჭირს, დაიძვრინოს თავი რთული სიტუაციიდან და საბოლოოდ, ამით გაძლიერდეს. გამძლეობა თვისება
არაა, ეს პროცესია, რომელიც უნდა გამომუშავდეს. პოზიტიური ემოციები მიმტევებლობის მსგავსად, პოზიტიური ემოციები გამომუშავდებიან
წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ. ამას ცხოვრების ხარისხის ასაუმჯობესებლად ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. წარსულის მიმართ ემოციები აღჭურვილნი არიან მადლიერებით, სიმშვიდითა და კმაყოფილებით. ეს ემოციები ადამიანებს აბედნიერებენ და სიმშვიდეს გამოუმუშავებენ იმასთან მიმართებით, რაც ცხოვრებაში გამოუცდიათ. აწმყოსთან დაკავშირებული ემოციები სიხარული და სიყვარულია, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მომავალთან დაკავშირებული ემოციები კი ნდობა, უსაფრთხოება, იმედიანობა და ოპტიმიზმია, რომლებიც ადამიანებს საშუალებას აძლევთ, მომავალს პოზიტიურად შეხედონ.



კარგი განწყობა

ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც, ჩვეულებრივ, კარგ განწყობაზე არიან, როგორც წესი, თავს კარგად გრძნობენ. თავს კარგად გრძნობენ ისინიც, ვინც მათ გარშემო არიან. კარგი განწყობა ანტიდოტივითაა. ადამიანებს შეუძლიათ რთულ სიტუაციას ნათელი მხრიდან შეხედონ და ცხოვრება ძალიან სერიოზულად არ აღიქვან.

ოპტიმიზმი

იღბალი არ არსებობს. ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულებით და იმის რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველა შეიძლება იყოს „იღბლიანი“. "იღბლიანად“, რთული სიტუაციის უკან შესაძლებლობის დანახვითაც შეიძლება, იგრძნოთ თავი.

თვითშეფასება


მაღალი თვითშეფასება ბედნიერი ცხოვრების და იმის ნიშანია, რომ ადამიანი საკუთარ თავს ღირებულად მიიჩნევს. შედარებისთვის, ადამიანი დაბალი თვითშეფასებით მიდრეკილია დეპრესიისკენ, ამიტომაცაა, რომ პოზიტიური ფსიქოლოგია თვითშეფასების ელემენტებს ნერგავს პრევენციულ პროგრამებში. საკუთარი თავის სიყვარულზე მნიშვნელოვანი არაფერია.

მოტივაცია


მოტივაცია უკავშირდება იმას, რაც ადამიანებს მოსწონთ ან უნდათ, და არა იმას, თუ რისი გაკეთება ევალებათ მათ. ის რაღაცის კეთებიდან მიღებულ სიამოვნების გრძნობასთანაა კავშირში. იგი შინაგანი მოვლენაა, რადგან ადამიანის შინაგანი ბუნებიდან გამომდინარეობს. მას შეუძლია ადამიანი ოპტიმიზმითა და იმედით აავსოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სირთულის წარმოშობისას, სადამიანები, როგორც წესი, საკუთარ მიზნებზე ფოკუსირებულნი განაგრძობენ მოქმედებას.

0
208
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ჭოჭუაა
ნათია ჭოჭუაა
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0