x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
რა ახასიათებს ვილიამსის სინდრომს?
ვილიამსის სინდრომი არის გენეტიკური დაავადება. მისი დამახასიათებელია სპეციფიკური ფიზიკური ნიშნები. ასევე ხასიათდება ფსიქიკური განვითარების შეფერხებით და სწავლის დაქვეითებული უნარით. მისი ფიზიკური მახასიათებლები განსაკუთრებით კარგად ჩანს სახის ნაკვთებთან მიმართებით: პატარა ცხვირი, მომცრო ნიკაპი, ფართო პირი, მსხვილი ლოყები, ფართო ღიმილი, ხშირად განსაკუთრებით ღია ფერის თვალები. ასაკთან ერთად ეს ნიშნები უფრო თვალსაჩინო ხდება.

ვილიამსის სინდრომის მქონე ბავშვებს აწუხებთ გულ-სისხძარღვოვანი პრობლემები. ასევე პიპერაკუზია, რაც გულისხმობს ბგერებისადმი განსაკუთრებით მაღალ მგრძნობელობას. მათი მახასიათებელია აგრეთვე ჰიპერკალცემია ანუ სისხლში კალციუმის მომატება, რაც ძლიერ ტკივილებს იწვევს. მათი წონა დაბადებისას მცირეა და ძალიან ნელი ტემპით იმატებს.

ვილიამსის სინდრომის მქონე ბავშვის ფსიქოლოგიური მახასიათებლებია: ძლიერი ექსპრესიული მეტყველება;ფსიქიკური განვითარების შეფერხება; პრობლემები მსხილ მოტორიკაში; არამდგრადი ემოციური სფერო; სასაუბრო თემის ამოჩემება; ასევე უაღრესად სოციალური ბუნება და ცვლილებებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება.

ინტელექტის მიხედვიტ ასეთ ბავშვებში ფართო ვარიაციები გვხვდება. ზოგიერთს საშუალო ან მაღალი ინტელექტი აქვს, ზოგს კი მოსაზღვრე ან საშუალოზე დაბალი მაჩვენებლები.


ვილიამსის სინდრომის გამოწვევი გაურკვეველია. მათ არ აქვთ გენეტიკური მასალა 7-ე ქრომოსომაზე. ასევე იმ გენის ნაკლებობაა რაც ცილის ელასტინს ქმნის, სწორედ ეს იწვევს ვილიამსისთვის დამახასიათებელ ფიზიკურ ნიშნებს.

ასეთი ბავშვების დახმარება შესაძლებელია. ეფექტურია როგორც ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ასევე სამედიცინო დახმარება. ვილიამსის სინდრომის მქონე ბევრი ბავშვი ამთავრებს სკოლას და ეუფლება რაიმე პროფესიას ტავისი უნარ-შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ასეთმა ბავშვმა შესაძლოა ისწავლოს სპეციალურ ან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. ეს დამოკიდებულია ბავშვის უნარებზე. არ უნდა მოვახდინოთ ვილიამსის სინდრომის მქონე ბავშვების სტიგმატიზაცია. დედამ უნდა მიიღოს თავისი შვილი და დაეხმაროს საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და საკუთარი უნარების განვითარებაში.

0
223
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია გოგალაძე
ნათია გოგალაძე
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0