”ვენეციის კარნავალი” X საუკუნიდან იღებს სათავეს იტალიის ქალაქ ვენეციაში და ყოველწლიურად, დიდმარხვის დაწყებამდე, 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. მოსახლეობა ნაირგვარ კოსტიუმებსა და ნიღბებში გამოწყობილი მხიარულობს ქალაქის ქუჩებში. ეს არის ულამაზესი სანახაობა, რომელსაც სანახავად უამრავი ტურისტი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.