x
ცივი ომის პერიოდის გეოპოლიტიკური კონფიგურაცია
ავტორები :მარიამ ბაბუციძე, გვანცა ფხაკაძე



ევროპის სახელმწიფოთა გავლენის შესუსტებას II მსოფლიო ომის შემდეგ სხვა სახელმწიფოების, სახელდობრ აშშ-სა და საბჭოთა კავშირის გავლენის ზრდა მოჰყვა .II მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის როლის შესუსტების შემდეგ და მის პარალელურად განხორციელდა ევროპის სახელმწიფოთა კოლონიური იმპერიების დაშლაც: 50 წლებში ბრიტანეთის, 60-იან წლებში-საფრანგეთის, ხოლო 70-იან წლებში ესპანეთისა და პორტუგალიის.ეს ქვეყნები აშშ-სა და სსრკ-ს შორის ბრძოლოს ასპარეზად იქცნენ.ასევე აღმოსავლეთიდან გერმანელთა განდევნა მოხდა, ისინი განდევნეს იმ ტერიტორიებიდან, რომელთა საუკუნეების მანძილზე ითვისებდნენ აღმოსავლეთ პრუსიიდან, სილეზიიდან, სუდეტებიდან, ბალტიისპირეთიდან.იმპერიული მისწრაფებების ხანა ევროპისათვის დასრულდა, ისინი აღარ განსაზღვრავდნენ ევროპულ სახელმწიფოთა პოლიტიკას.


სამაგიეროდ გლობალურ პოლიტიკას განსაზღვრავდა დაპირისპირება თავისუფალ სამყაროსა და კომუნისტურ სისტემას შორის, რომელმაც იდეოლოგიური ბრძოლოს ხასიათი მიიღო.ამგვარი დაპირისპირება დაემთხვა ტექნოლოგიური განვითარების ახალ ტიპს, რომელიც "ბირთვული ერის" სახელითაა ცნობილი. სსრკ-მ 1949 წელს მიიღო ბირთვული იარაღი, აშშ-ზე უფრო გვიან და ამან პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა ამ ქვეყნებს შორის უშუალო სამხედრო კონფლიქტის დაწყება, სამაგიეროდ მათ მოახერხეს ლოკალური კონფლიქტის მოწყობა."ექსპერიმენტისთვის"კი კორეა იქნა გამოყენებული.ბირთვული იარაღის მიღებამ მოახდინა ამ ქვეყნების გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე.ეს ვითარება დღესაც გრძელდება, რადგან რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობის მეტ-ნაკლებად გავლენიან სტატუსს ბირთვული იარაღის არსებობა თუ უზრუნველყოფს.

ცნობილი ინგლისელი სამხედრო თეორეტიკოსი ფულერი ასე ახასიათებს "ცივი ომის" სპეციფიკას: "მართალია უარიყოფა, მაგრამ დღეს ომი, ისევე როგორც აქამდე, დიპლომატიური ომია.მაგრამ ფღესდღეობით დიპლომატიური ომი ძირეულ ცვლილებებს განიცდის.მისი ამოცანა აღარ არის სადავო საკითხების გადაჭრა მოლაპარაკებების გზით, არამედ ფარული ძირის გამოთხრა, რომელიც მოწინააღმდეგის მოსახლეობაში აგიტაციით გამოიხატება, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ მისი ზემოქმედებით მოსახლეობა თავად დაამხობს საკუთარ მთავრობას, ესაა იმ დიპლომატიის არსი რომელსაც ცივ ომს უწოდებენ".


"ცივი ომის" მონაწილენი ერთმანეთს უპირისპირებოდნენ არა მხოლოდ იდეებით, ეკონომიკური სისტემით, არამედ გეოსტრატეგიული თვალსაზრისითაც. სსრკ წარმოადგენდა იმპერიას, რომელიც შექმნილი იყო სამხედრო-სტრატეგიული ექსპანსიისათვის.სსრკ-ს მიერ წარმოებული ომები უპირატესად სახმელეთო ხასიათს ატარებდა.საზღვაო მოქმედებები მისთვის არცთუ უმნიშვნელო, მაგრამ მეორეხარისხოვანი იყო. სსრკ-სგან განსხვავებით, აშშ ტიპიური საზღვაო სახელმწიფო იყო, რამდენადაც მის შეიარაღებულ ძალებს უპირატესად ზღვისიქით უწევდა მოქმედება, საზღვაო გადაზიდვებს ამერიკისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო საბრძოლო მოქმედებისას ფლოტს, ავიაციასა და სახელმწიფოთა ჯარებს დაახლოებით თანაბარი მნიშვნელობა ენიჭებოდა.აშშ-ში მიაჩნდათ, რომ სსრკ აგრესიული და მსოფლიო ბატონობის მაძიებელი ქვეყანაა და მისი მოქმედებები სათანადო რეაგირებას საჭიროებენ.ამგვარი რეგირებაშეკავების ხასიათს უნდა ატარებდეს.საპასუხოდ აშშ-ში შემუშავებულ იქნა "შეკავების დოქტრინია" რომლის ავტორადაც იქცა ჯორჯ კენანი, რომელმაც გამოაქვეყნა მთელი სტატიების კრებული საბჭოთა საფრთხის შესახებ.სწორედ კენანის იდეებს ემყარებოდა "ტრუმენის დოქტრინა".ამ მიმართვის დამტკიცების შემდეგ ამერიკული ნაწილები გაგზავნილ იქნა თურქეთისა და საბერძნეთში, რომელთაც გაწითლების საფრთხე ემუქრებიდათ. შეკავების სტრატეგია 2 ძირითად ეტაპს მოიცავს.1940-იანი წლების დასასრულიდან 1946 წლამდე და 1964 წლიდან "ცივი ომის" დასასრულამდე. ეს ორი მონაკვეთი ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც სტრატეგიული კონცეფციებით, ისე შეიარაღებული დაპირისპირების საშუალებებით.პირველი პერიოდის საბაზიცო კონცეფცია ცნობილია "მასირებული შურისგების" სახელით. "მასირებული შურისგების" კონცეფცია ემყარებოდა აშშ-ს უპირატესობას ბირთვული ქობინების სფეროში, აგრეთვე უკეთეს გეოპოლიტიკურ მდებარეობას.ეს სტრატეგია გულისხმობდა სსრკ-ზე მასიებილ დარტყმას სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებით, იმ შემთხვევაში თუ სსრკ განახორციელებდა აშკაა აგრესიას ევროპის სახელმწიფოთა მიმართ.სსრკ-ს მიერ ბირთვული და თერმობირთვული იარაღის მიღებამ, "მასირებული შურისგების" სტრატეგია მოშალა. შემუშავდა ახალი სტრატეგია, რომელსაც "მოქნილი რეაგირება" ეწოდა.ეს გულისხმობდა იმგვარი თავდაცვითი სისტემის შექმნას, სადაც მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი ბირთვული იარაღის გამოყენება.ეს სტრატეგიები შემდეგ იქცა ნატოს ოფიციალურ სტრატეგიად."ცივი ომის" დამთავრების შემდეგ კი შეიცვალა.

ასევე აღსანიშნავია ის მიზეზები რამაც განაპირობა დასავლეთის გამარჯვება:

1.საბჭოური სისტემის ძალადობრივი ხასიათი.

2.საჭოური სისტემის არაჰომოგენურობა.საბჭოთა ალიანსიცა და თავად სბჭოთა იმპერციაც არაჰომოგენური მთელი იყო.მასში თავმოყრილი იყო სრულიად სხვადასხვა წესის, მეურნეობის, მენტალიტეტისა და ტრადიციის ერები.მარტივად, რომ ვთქვად, სისტემა, სადაც ინტეგრირებულია, ძალით, გერმანელიცა და ჩუქჩიც, ყოველთვის იქნება განწირული "ცივი ომის"ტიპის კონფლიქტში დამარცხებისათვის.

3.რესურსების ათვისები უუნარობა

4.რეუსრების უაზრო ფლანგვა

5.ძლიერი მოკავშირეების არარსებობა.

6პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაბალი დონე

7.დასავლეთის სტრატეგიის ეფექტიანობა

8.კომინიზმის გაკოტრება და ინტეგრისტული იდეოლოგიის არარსებობა.ბრეჟნევისა და მისი სისტემის პირობებში კომუნისტურმა იდეოლოგიამ ქვეყნის შიგნით ყოველგვარი მიმზიდველობა დაკარგა."პერესტოიკის პერიოდში" ვეღარ შეძლეს კომუნისტური იდეოლოგიის ჩანაცველა ახალი ინტეგრისტული იგეოლოგიით.

9.ეროვნული საკითხი

10.მეტისმეტი ცენტრალიზაცია.ზეცენტრალიზაცია სსრკ-ში კლავდა ნებისმიერ ადგილობრივ აქტივობას, რამაც განაპირობა მისი დაშლა.

რეიგანის მიერ გატარებულმა მკაცრმა პოლიტიკურმა კურსმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩავთვალოთ ცივი ომის დასრულების.მან სწორად გათვალა, რომ საბჭოთა ეკონომიკა ვერ გაუძლებდა ბირთვული შეიარარების გამალებულ ზრდას და მნიშვნელოვანწილად გააფართოვა ბიუჯეტში გამოყოფილი ასიგნებანი შეიარარებაზე.მან გამოაცხადა ე.წ "ნულოვანო ვარიანტი", რომელიც ითვალისწინებდა საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების სრულ განადგურებას, მაგრამ საბჭოთა მხარემ უარყო ის როგორც სსრკ-ს ცალმხრივად განიარაღებისკენ მიმართული.სიტუაცია გამწვავდა მას შემდეგ, რაც ნატოს სესიამ გადაწყვიტა, განელაგებინა ამ ტიპის 600-მდე ამერიკული ქობინა ევროპაში.ეს იყო საპასუხო რეაქცია ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანაზე.

ურთიერთობების გაუმჯობესება აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის მოხდა მხოლოდ 1985 წ-სსრკ-ს ხელისუფლების სათავეში მიხეილ გორბაჩოვის მოსვლისა და საგარეო საქმეთა მინისტრად ე.შევარდნაძის დანიშვნის შემდეგ.საბოლოოს 1989 წ დეკემბერში აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსსა და გორბაჩოვს შორის მალტაში შემდგარი მოლაპარაკებები მიჩნეულ იქნა "ცივი ომის" დასასრულად.

0
546
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ბაბუციძე
მარიამ ბაბუციძე
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0