საქართველო განვითარებადი საქართველო 2015, 5 თებერვალი, 0:58 ავტორები:გვანცა ფხაკაძე, მარიამ ბაბუციძე დამოუკიდებლობის მოპოვება რთული აღმოჩნდა, კიდევ უფრო რთული ქვეყნის აღმშენებლობა. არადა ქვეყნის აღორძინება ყველას უახლოეს პერიოდში ესახებოდა, სწრაფი სასიკეთო ცვლილებების სჯეროდათ ეროვნული მოძრაობების ფერხულში ჩაბმულ პიროვნებებს.დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ იმედი იმედად რჩება. შეიძლება ითქვას ამ წლების მანძილზე თითქმის ყველა მმართველობის ტიპი გამოვცადეთ ტოტალიტარიზმიდან დაწყებული ფასადური დემოკრატიით დამთავრებული, თუმცა მისაღები, მორგებული პოლიტიკური სისტემა ჯერ კიდევ არ ჩანს. ფაქტია, დემოკრატია მოგვწონს და დემოკრატიისაკენ მივილტვით, მაგრამ ზოგჯერ ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტებისა თუ უბრალო მოსახლეობის შემყურემ შეიძლება იფიქრო, რომ ჩვენგან დემოკრატია ისევ შორსაა როგორც შორეული გალაქტიკა. მთავარი მონდომებაა თორემ თუ სხვა სახელმწიფოებს გამოსდით ამ უძველესი ცივილიზაციის ქვეყანას, სადაც "თავისუფლების დიდ ქარტიაზე" ადრე გაჩნდა ძალაუფლების შეზღუდვის იდეა, რა ემართება?! ფაქტია, სსრკ-ს დაშლიდან 15 წლის შემდეგ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა: ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა შეძლეს ის რასაც ამდენი ხანია შევნატრით ჩვენ.სწრაფად მოახერხეს სახელმწიფოთა ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიის რელსებზე გადაყვანა და დასავლურ სამყაროსთან დაახლოება.მაშინ როცა ისინი "NАТО" -სა და "ევროკავშირში" გაწევრიანებას ზეიმობდნენ, ჩვენთან ზეიმის მიზეზი დემოკრატიის სახელით შენიღბული ახალი სისტემის დამყარება იყო. რატომ გამოუვიდა მათ და არა ჩვენ? საქართველო, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებია. ქვეყნები ერთ-ერთი პირველები იყვნენ ვინც დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ხელი შეუწყო სსრკ-ს ნგრევას.ბევრის აზრით ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა სწრაფი განვითარება პირველ რიგში ევროპასთან ტერიტორიულმა სიახლოვემ განაპირობა.საქართველო კი აღმოსავლეთ ევროპაა.ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე.შორსაა ცენტრალური ევროპიდან. მას უფრო რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს ვიდრე ზემოთ დასახელებულ სამ ქვეყანას.საქართველოსთან მიმართულებით აუცილებლად გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორი, რაც არ აძლევს დასავლეთს კავკასიაში მოქმედების თავისუფლებას.ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა განვითარება კი უმეტესწილად დასავლეთის ხელშეწყობით მოხდა. გარე ფაქტორებიდან ყურადღება უნდა მიექცეს შიდა კონფლიქტებს. მაგალითად: საქართველოში ერთ-ერთ უარყოფით როლს პოლიტიკური ელიტა ასრულებდა, რომელთა ნაწილი დაახლოებული იყო რუსეთის ფედერაციასთან. ელიტების გაუაზრებელმა პოლიტიკამ ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა. ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს საზოგადოების პოლიტიკური კულტურა. საქართველოს დამოუკიდებლობა სულ რაღაც სამ წელს გაგრძელდა, ხოლო ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის გასაფჭოება მხოლოდ 1940 წელს მოხდა.მათ ჩვენგან განსხვავებით საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ესწავლათ თავისუფლების ფასი და სცოდნოდათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის თანმდევი სირთულეები. დამოუკიდებლობის აღდგენის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით ასოციაციამ "კანონი ხალხისათვის" სცადა განესაზღვრა ის შეცდომები, რომლებიც დაშვებული იქნა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რამაც საშუალება არ მისცა ქვეყანას ჩამოყალიბებულიყო ძლიერ, ანგარისგასაწევ ძალად. ექსპერტთა აზრით, ყველაზე მთავარი შეცდომა, რაც დამოუკიდებლობის შემდეგ იქნა დაშვებული ეს იყო 1991-1992 წლებში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება და 1992-1993 წლების სამოქალაქო ომი.სწორეს ეს მოვლენები გასდევს უარყოფით ფონად დამოუკიდებლობის მომდევნო პერიოდს. ექსპერტთა მხრიდან დასახელებული იყო 13-პუნქტიანი შეცდომათა ნუსხა: .1991-1992 წლებში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება და 1992-1993 წლების სამოქალაქო ომი. .კონფლიქტები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. .ხელისუფლების ცვლის არასაარჩევნო პრაქტიკა. .რუსეთის სამშვიდობო ძალების შემოყვანა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. .დემოკრატიისა და თვითმართველობის განუვითარებლობა. .სახელმწიფოს მისიის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების განუსაზღვრელობა. .სამოქალაქო თანხმობის მიუღწევლობა. .სოციალური და ჯანდაცვის საიმედო და უსაფრთხო ბადეების შეუქმენლობა. .დემოგრაფიული პოლიტიკის არარსებობა. .კანონის უზენაესობის, სამართლიანობის და თანასწორუფლებიანობის პრინციპების უგულებელყოფა. .ხელისუფლების შტოებს შორის გაწონასწორებისა და კონტროლის მექანიზმების მოშლა( 2004 წლის კონსტიტუციური ცვლილებები) .სტრატეგიული ობიექტების გასხვისება შეცდომებთან ერთად მიღწევების სიაც გამოქვეყნდა: .სიკვდილით დასჯის გაუქმება. .ტრანსკავკასიური პროექტები-არმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ისტორიული ფუნქციის საქართველოსთვის დაბრუნება. .საქართველოსა და დასავლეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. .თავისუფალი მედიის შექმნა. .დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის გადადგმული ნაბიჯები .საბაზრო ეკონომიკის ფორმირებისთვის გადადგმული ნაბიჯები. .რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ შეთანხმების მიღწევა .ნატოში გასაწევრიანებლად გადადგმული ნაბიჯები .აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ავტონომიური რეჟიმის შეცვლა. შეცდომები და მიღწევები 2006 წელს გამოგვეყნდა მას შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბევრი შეცდომა გათვალისწინებული იქნა მაგალითად: ხელისუფლების ცვლის არასაარჩევნო პრაქტიკა, 2012 წელს მოხდა ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით. დემოკრატიისა და თვითმმართველობის განუვითარებლობა, ამ მხრივ მნისვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული მთავრობის მხრიდან. სოციალური და ჯანდაცვის საიმედო და უსაფრთხო ბადეების შეუქმენლობა, საქართველოში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რომლის წყალობითაც მოსახლეობას შეუძლია მიიღოს უფასო სამედიცინო მომსახურება. ადამიანური რესურსრების არასწორი გამოყენება, შეიქმნა შრომის ახალი კოდექსი. არის მცდელობა ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია დასავლეთთან უფრო აქტიური ურთიერთობის მიღწევა, რისი დასტურიცაა სულ ცოტა ხნის წინ გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება.თუმცა წლების შემდეგ კვლავ მოუგვარებელია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტი, სტრატეგიული ობიექტები კვლავ გასხვისებულია, მწვავედ დგას უმუშევრობისა და დემოგრაფიული საკითხი. ყველა პრობლემის მიუხედავად ქვეყანა განაგრძობს სვლას განვითარებისკენ, ცდილობს ადგილის დამკვიდრებას დასავლურ ცივილიზაციაში.პოტენციალი ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისა ამ ქვეყანას ნამდვილად აქვს, ამისათვის კი პირველ რიგში შეცდომათა გამოსწორება და პარტნიორი სახელმწიფოების განვითარების მაგალითების გათვალისწინებაა საჭირო. 98 შეფასება არ არის
|