x
XХI საუკუნის გეოპოლიტიკური რეალიები და პერსპექტივები
image

















ავტორები:მარიამ ბაბუციძე, გვანცა ფხაკაძე


საერთაშორისო სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, 2025 წლისთვის თითქმის მთლიანად შეიცვლება, რაც გამოწვეული იქნება ახალი დიდი სახელმწიფოების წარმოქმნით, ეკონომიკის გლობალიზაციით, შედარებითი სიმდიდრისა და ეკონომიკური ძალის დასავლეთიდან აღმოსავლეთით ისტორიული გადანაცვლებითა და არასახელმწიფო აქტორების მზარდი გავლენით.2025წლისთვის საერთაშორისო სისტემა გლობალური მრავალპოლუსიანი სისტემა იქნება, რომელშიც განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო ძლიერებას შორის განსხვავება სულ უფრო და უფრო შემცირდება.აუცილებლობა იმისა, რომ სახელმწიფოებმა გააკონტროლონ ესა თუ ის სივრცე განაპირობებს მსოფლიოში ერთგვარ წონასწორობას, რათა შენარჩუნებული იქნეს მსოფლიო სტაბილურობა და წესრიგი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებსა და საერთაშორისო ეკონომიკური კონტაქტების დამყარების დროს.როგორც წესი ამას გეოპოლიტიკურად უწოდებენ ძალთა ბალანსს.ძალთა ბალანსი შეიძლება აგებული იყოს უნიპოლარულ საფუძველზე (ერთი დომინანტი სახელმწიფო), მრავალპოლარულ საფუძველზე(არსებობს ძალისა და გავლენის რამდენიმე ცენტრი)და ბიპოლარულ საფუძველზე( სადაც დომინირებს ორი სახელმწიფო).აღნიშნული ბალანსის დარღვევა ყოველთვის იწვევს დესტაბილიზაციას.(ომები, მშვიდობის დარღვევა)იმ პერიოდამდე სანამ არ დამყარდება ძალთა ახალი თანაფარდობა.აქედან გამომდინარე ახალი საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბების კვალდაკვალ მოსალოდნელია გარკვეული დისბალანსი საერთაშორისო პოლიტიკის ახალი მოთამაშეების გამოჩენამდე.ისტორიულად ახალი მრავალპოლუსიანი სისტემა ნაკლებად სტაბილურია, ვიდრე ორპოლუსიანი.მომავალში სტრატეგიული მეტოქეობა ფოკუსირებული იქნება ვაჭრობაზე, ინვესტიციებზე, ტექნოლოგიურ ინოვაციასა და ტექნოლოგიების მოპოვებაზე, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, მე-19 საუკუნის მსგავს სცენარს, შეირაღების გამალებულ ზრდას, ტერიტორიულ ექსპანსიასა და სამხედრო მეტოქეობას.აშშ, სავარაუდოდ შეინარჩუნებს ყველაზე ძლიერი აქტორის პოზიციას.

ერი-სახელმწიფოების ძალის ცვლილებების პარალელურად გაიზრდება სხვადასხვა არასახელმწიფო აქტორების მათ შორის, ტომების, რელიგიური ორგანიზაციების და კრიმინალური ქსელების შედარებითი ძალაც. განვითარებული სამყაროს მოსახლეობის დაბერება, ენერგიის, საკვებისა და წყლის დეფიციტი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული შეშფოთება ნეგატიურ გავლენას მოახდენს გლობალურ ვითარებაზე. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ეს მაინც ისტორიულად უპრეცედენტო კეთილდღეობის ეპოქა იქნება.


რუსეთის, ჩინეთის და ინდოეთის ზრდის პერსპექტივებით თუ ვიმსჯელებთ 2040-2050 წლებისთვის ისინი კოლექტიურად "დიდი შვიდეულის" თავდაპირველ წევრებს გაუთანაბრდებიან მსოფლიოს მასშტაბით მთლიან შიდა პროდუქტში წილის მიხედვით.ჩინეთს მომდევნო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოზე მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას.დღევანდელი ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში 2025 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მეორე იქნება და ეს ქვეყანა წამყვანი სამხედრო ძალა გახდება.ინდოეთი სავარაუდოდ შეინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის შედარებით სწრაფ ტემპს და შეეცდება ხელი შეუწყოს მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ფორმირებას.რუსეთს იმის პოტენციალი აქვს, რომ 2025 წლისთვის უფრო მდიდარი, უფრო ძლიერი გახდეს, თუ ინვესტირებას განახორციელებს ადამიანურ კაპიტალში, ეკონომიკას გააფართოებს და მოახდენს გლობალურ ბაზართან ინტეგრაციას.მეორე მხრივ, რუსეთმა შეიძლება მნიშვნელოვანი დაღმასვლა განიცადოს, თუ ის ამ ნაბიჯებს არ გადადგამს. არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ჩინეთის, ინდოეთის ან რუსეთის დონის მიღწევის პერსპექტივა და სავარაუდოდ ვერც ერთი ვერ გაუტოლდება მათ ინდივიდუალური გავლენის თვალსაზრისით. თუმცა გაიზრდება ინდონეზიის, ირანის და თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა.გლობალიზაცია მრავალ ქვეყანას, რომელმაც დემოკრატიზაცია მცირე ხნის წინ განახორციელა, მზარდი სოციალური და ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ აქცევს, რასაც ლიბერალური ინსტიტუტების დასუსტება შეუძლია.განსაკუთრებით მეტად ჩამორჩენილი იქნება ის ქვეყნები, რომლებიც პოპულისტურ პოლიტიკას მისდევენ.


ტერორიზმი, ბირთვული იარაღის გავრცელება და კონფლიქტები ძირითად პრობლემად დარჩება.ნაკლებსავარაუდოა, რომ 2025 წლისთვის ტერორიზმი გაქრება, მაგრამ შეიძლება შემცირდეს თუ ახლო აღმოსავლეთში ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება და ახალგაზრდებს შორის უმუშევრობა შემცირდება.შესაძლოა განახლდეს კონფლიქტის ისეთი სახეობები, რომლებიც დიდი ხანია არ გვინახავს-მაგ:დაპირისპირება რესურსების გამო. ენერგიის ნავარაუდევი დეფიციტი ქვეყნებს უბიძგებს იმოქმედონ, ენერგეტიკული მარაგის უზრუნველყსაყოფად.რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენების რისკებს ძალზე დაბალი დარჩება მომავალი20 წლის განმავლიობაში, თუმცა სავარაუდოდ დღევანდელთან შედარებით გაიზრდება. ბირთვული ტექნოლოგიებისა და ექსპერტული ცოდნის გავრცელება შეშფოთებას იწვევს ახალი ბირთვული სახელმწიფოების შესაძლო წარმოქმნისა და ტერიტორიული ჯგუფების მიერ ბირთვული მასალების ხელში ჩაგდების გამო. ინდოეთსა და პაკისტანს შორის მიმდინარე დაბალი ინტენსივობის შეტაკებები მუდმივად ქმნის საშიშროებას, რომ მსგავსი მოვლენები უფრო ფართო კონფლიქტში გადაიზარდოს, ამ ორ ბითვულ სახელმწიფოს შორის.მომავალში ბირთვული იარაღის გამოყენება სავარაუდოდ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს, რადგან ზოგიერთი სახელმწიფო ეცდება დაამყაროს ან გააძლიეროს კავშირები ბირთვული იარაღის მფლობელ სახელმწიფოებთან, ხოლო სხვები გლობალური ბირთვული განიარაღებისთვის ბრძოლას დაიწყებენ.


დღევანდელ დღეს, ამერიკისათვის მისი ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების წარმატებით განვითარების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევრაზიის კონტინენტს. საუკუნეების მანძლილზე მსოფლიოს ევრაზიული ძალები განკარგავდნენ, მაგრამ დღეს ევრაზიის მნიშვნელოვან ნაწილში არაევროპული ძალა დომინირებს და ამერიკის გლობალური პირველობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენხანს და რამდენად ეფექტურად შეინარჩუნებს იგი თავის გავლენას ევრაზიის სხვადასხვა რეგიონში.აშშ, არაევრაზიული ძალაა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე პირველობს და ევრაზიაში ცდილობს ძალაუფლების გავრცელებას.ევრაზიის რამდენიმე უდიდესი სახელმწიფო აშშ-ის პოტენციური მეტოქეს წარმოადგენს და ეს სახელმწიფოები ეტაპობრივად სულ უფროდა უფრო ძლიერდებიან (რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი).აქედან გამომდინარე, აშშ-მ ისეთი გეოსტრატეგია უნდა შეიმუშავოს, რათა ევრაზიის სხვადასხვა რეგიონში თავისი ინტერესები დიდი ხნის მანძილზე განახორციელოს.თუ ძლიერებას მყარი ეკონომიკური და სამხედრო აქტივობის კუთხით შევაფასებთ დღეს აშშ-მ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. მართალია, მისი ეკონომიკა ზრდას განაგრძობს და სამხედრო თვალსაზრისით კიდევ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე დედამიწაზე ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იქნება, მაგრამ ამერიკის ეკონომიკური და სამხედრო უპირატესობა მსოფლიოს სხვა ძალებთან შედარებით აუცილებლად შემცირდება მომავალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი აქვს, კონკურენცია გაუწიოს ამერიკის ბატონობას( ჯერ აღმოსავლეთ აზიაში, შემდეგ კი ალბათ მთელს მსოფლიოში), ჩინეთია.იმ შემთხვევაში თუ მისი ეკონომიკა ვერასოდეს დაეწევა აშშ-ს, ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ მას უკვე შესძინა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა აღმოსავლეთ აზიაში და ეს გავლენა გაიზრდება ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პარალელურად.


მოლოდინი, რომ გლობალურ ასპარეზზე წონასწორობა დამყარდება, დიდწილად ფუჭი აღმოჩნდა.რუსეთისა და ჩინეთს მართლაც აერთიანებს ამერიკული ჰეგემინიის შეზღუდვის სურვილი და ისინი ღიად აცხადებენ კიდეც ამას. მათ მიერ შექმნილი ინსტიტუტი-შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია სწორედ ამას მოწმობს, რომლის მიზანი ცენტრალურ აზიაში ამერიკის გავლენასთან გამკლავებაა, ხოლო ჩინეთი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში(აშშ-ს გამოკლებით) რომელიც გრძელვადიანი სამხედრო მშენებლობით არის დაკავებული .თუმცა, ჩინეთისა და რუსეთის მტრული დამოკიდებულება ამერიკის ბატონობის მიმართ ჯერაც არ გარდაქმნილა დაბალანსებისკენ მიმართულ, ერთიან და კოორდინირებულ ძალისხმევად.ჩინეთის აღმავლობა რუსეთში სულ უფრო მცირე ისეთივე შეშფოთებას იწვევს, როგორსაც აშშ-ში, მაგრამ ჩინეთი არცთუ ისე მწვავედ უპირისპირდება აშშ-ს. ჩინეთის დამოკიდებულება ამერიკულ ბაზარსა და უცხოურ ინვესტიციებზე, აგრეთვე იმის რწმენა რომ აშშ პოტენციურად ძლიერი მოწინააღმდეგეა, ამ ქვეყანას უბიძგებს, თავი შეიკავოს ღიად კონფრონტაციული პოლიტიკისაგან. ნებისმიერ შემთხვევაში ჩინეთი და რუსეთი აშშ-ს ვერ დააბალანსებებ, თუ ევროპამ, იაპონიამ ინდოეთმა და ზოგიერთმა სხვა განვითარებულმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ მათ გარკვეული დახმარება მაინცარ გაუწია.

მთლიანობაში, არც ისე ცოტა ქვეყანაა, რომელიც მზად არის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ს ჯარები განათავსოს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც ეგუება და მხარს უჭერს ამერიკის გეოპოლიტიკურ ჰეგემონიას, თუნდაც იმიტომ, რომ ჰეგემონია მათ უფრო საშიში მტრებისგან იცავს. დომინირება ყოვლისშემძლეობას არ ნიშნავს.ის ფაქტი, რომ აშშ ყველა სხვა სახელმწიფოზე ძლიერია, არ გულისხმობს, რომ მას ყველა ქვეყნისათვის საკუთარი ნების თავსმოხვევა შეუძლია. ვიდრე აშშ საერთაშორისო ეკონომიკის ცენტრი და გაბატონებული სამხედრო ძალაა, ვიდრე ამერიკული საზოგადოება მხარს უჭერს ამერიკის დომინირებას და ვიდრე ამერიკის პოტენციური მეტოქეები თავისსავე მეზობლებში შიშს უფრო აღძრავენ, ვიდრე თანაგრძნობას, საერთაშორისო სისტემა კვლავაც ისეთი იქნება, როგორც მას ჩინელები აღწერენ-ერთი ზესახელმწიფო და მრავალი დიდი სახელმწიფო.



ბიბლიოგრაფია:


1.რობერტ კაგანი.ისტორიის დაბრუნება.გვ.601-609


2.ჩიტაძე. გეოპოლიტიკა.გვ-82.გვ-104


3.რობერტ არტი.ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთის აღზევება.გვ404-405


4.Wolfgang H Reinecke, "Global public policy", Foreigm Affairs, Vol.76(1997) გვ.132









0
231
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ბაბუციძე
მარიამ ბაბუციძე
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0