x
image
მანჩო 777
ქართველი გოგონას ფოტოსურათი მსოფლიოს 37 ქვეყნის ლამაზმანის სურათებს შორის მოხვდა
რუმინელ ფოტოგრაფს მიხაელა ნოროკს საკმაოდ წარმატებული კარიერა და მაღალანაზღაურებადი სამსახური ჰქონდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მან უარი თქვა სამსახურზე და დაიწყო სრულიად ახალი ცხოვრება. ეს მოხდა ორი წლის წინ: მიხაელამ აიღო ზურგჩანთა და თავისი ფოტოაპარატი და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაეშურა. ამ ხნის განმავლობაში მან მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის უამრავი წარმომადგენლის, ძირითადად სუსტი სქესის, ფოტოსურათები გადაიღო.


მიხაელამ თავის პროექტს უწოდა "სილამაზის ატლასი", რომლის დევიზადაც მან აირჩია ფრაზა " სილამაზე ყველგანაა"... მასში წარმოდგენილია მშვენიერი ქალბატონების შეულამაზებელი სურათები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც გვიჩვენებენ, თუ რა ლამაზი და მრავალფეროვანია ჩვენი პლანეტა.

მიხაელა აღიარებს, რომ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობამ მისი ჯიბე საგრძნობლად შეათხელა, მაგრამ ამავე დროს მან ხელოვანს აჩუქა უდიდესი გამოცდილება. იგი მიხვდა, რომ სილამაზე ყველგანაა და სულაც არ აქვს მნიშვნელობა კოსმეტიკას ან ფიგურის ფორმას, არამედ მთავარია თავდაჯერებულობა და რწმენა იმისა, რომ შენ მშვენიერი ხარ!

მსოფლიოს სახელგანთქმული მოდის სახლები მოგვიწოდებენ მივყვეთ ერთფეროვანი ტრენდების კვალს და გამოვიყურებოდეთ მათ მიერ დაწესებული კანონების შესაბამისად, მაგრამ ჩვენ ხომ სრულებითაც არა ვართ ერთნაირები, ყველას გაგვაჩნია შინაგანი მე და თავისებური შარმი - სწორედ ამაშია მშვენიერების აზრი. ბოლოს და ბოლოს, ყველა ჩვენგანს ხომ განსხავავებული შეხედულება გვაქვს სილამაზეზე .... და ეს მშვენიერია!


უნდა აღინიშნოს, რომ მიხაელას მიერ შექმნილ ალბომში, სადაც მსოფლიოს 37 ქვეყნის სუსტი სქესის წარმომადგენლის ფოტოა შესული, მოხვდა ქართველი გოგონაც. ჩემთვის არაა ცნობილი მისი ვინაობა, რადგან მიხაელა ძირითადად ჩვეულებრივი, რიგითი ქალების ფოტოებს იღებდა და არა მოდელების ან მსახიობებისა, თუმცა აბა რა მნიშვნელობა აქვს ვინაობას, მთავარია ის, რომ ქართველი გოგონა ღირსეულ ადგილს იკავებს ამ ალბომში.

ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე ფოტოსურათი მიხაელა ნორიკის ალბომიდან "სილამაზის ატლასი".



image


ოტავალო, ეკვადორი


image



ტაშკენტი, უზბეკეთი


image



სიდნეი, ავსტრალია


image



მედელინი, კოლუმბია


image



გოგონა მაორის ტომიდან, ახალი ზელანდია


image



ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი


image



ელ-პაიკო, ჩილე


image



მოსკოვი, რუსეთი


image



ჩიანგმაი, ტაილანდი


image



კოლკა, პერუ


image



ჰავანა, კუბა


image



სან-ფრანცისკო, აშშ


image



მეხიკო, მექსიკა


image



რიგა, ლატვია


image



პატარა ინდოეთი, სინგაპური


image



ამაზონის წვიმიანი ტყეები


image


რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია


image



იანგონი, მიანმა


image



მდინარე ომოს ხეობა, ეთიოპია


image



შირაზი, ირანი


image



ბალტიის ზღვა, ფინეთი


image



მარამურეში, რუმინეთი


image



ტიბეტის მთიანეთი, ჩინეთი


image



თბილისი, საქართველო


image

12
769
17-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
769
  
2015, 19 მარტი, 13:10
რას ვიზამთ, ემ მუსულმანი ქალების დიდი ნაწილის ხვედრია:(
2015, 19 მარტი, 10:14
და ეს სილამაზე სადგაც ქოხმახებში იკარგება. მერე კი ვიგაც ფეტხუმი, ფულიტ გატენილი, გადაგრდზუებული მოხუცის რიგიტ 13 ცოლი გახდება.:)
2015, 19 მარტი, 10:09
ყველას ირანელი სჯობია ჩემი აზრიტ.
2015, 7 მარტი, 20:34
ცოტა ხელის შევლება უნდა წარბების გაკეთება და ლოყებიდან სიწითლის მოშორება, რომელიც ბუნებრივი არაა და სპეციალურად იწითლებენ.
2015, 7 მარტი, 20:05
ტიბეტელი? აი ეგ სილამაზე ვერ აღვიქვი და რა ვქნა?
2015, 7 მარტი, 19:29
ტიბეტელიც ძალიან მომეწონა, ძალიან ლამაზი სახის ნაკვთები აქვს სულ ცოტა მაკიაჟი და საოცრად ლამაზი იქნება დარწმუნებული ვარ
2015, 7 მარტი, 18:35
ყველა ლამაზია თავისებურად..
2015, 7 მარტი, 18:33
ჩილელი ყველაზე მეტად მომეწონა საოცარი თვალები აქვს
2015, 19 თებერვალი, 18:17
ეტყობა იქ ესაა ყველაზე ლამაზი :)
2015, 19 თებერვალი, 17:40
ტიბეტის მთიანეთი, ჩინეთი <<< განსაკუთრებით ლამაზია :D :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10