ქალი და მამაკაცი როგორი ქალები მოსწონთ მორიელებს? 2015, 18 თებერვალი, 1:52
არავისთვისაა საიდუმლო, რომ თუ იცი ადამიანის დაბადების თარიღი, შეგიძლია ბევრი რამ გაიგო მისი ხასიათის შესახებ. აი მაგალითად, მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები არიან მიმზიდველები, საკუთარ თავში დარწმუნებულები, ყოველთვის შეუძლიათ საკუთარი თავის კარგი მხრიდან წარმოჩენა, ერთი სიტყვით, მათ აქვთ ყველაფერი იმისათვის, რომ მიიქციონ საწინააღმდეგო სქესის ყურადღება. მაგრამ როგორი ქალები იზიდავენ თავად მათ?
1. ლამაზი
მიმზიდველი, შარმიანი, მოვლილი და გარშემომყოფთაგან გამორჩეული - ეს იმ მახასიათებლების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც მამაკაცი-მორიელი სიტყვა "ლამაზ"-ში აერთიანებს. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ იგი ძალიან მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანია და მისთვის შინაგანი სილამაზე გაცილებით მნიშვნელოვანია.
2.გულახდილი იქიდან გამომდინარე, რომ ქალის შინაგანი თვისებები მორიელისთვის უფრო მნიშვნელოვანია, სერიოზული ურთიერთობის დაწყებისას იგი ირჩევს ადამიანს მდიდარი შინაგანი სამყაროთი. გულახდილი საუბრები-ქალის ხელში ძლიერი იარაღია მის მოსანუსხად. 3.თანამედროვე მამაკაცი-მორიელები ყველაზე კარგად ერკვევიან მოდაში და ახალ ტენდეციებში, ამიტომ თავისსავე მსგავს პარტნიორს ეძებენ. თუ გინდათ, რომ მოხიბლოთ იგი, უნდა გქონდეთ საკუთარი იმიჯი, სტილი. 4.ვნებიანი მამაკაცი-მორიელები ჭკუას კარგავენ ვნებიან ქალებზე. თუკი თქვენ მას ენდობით და თანახმა ხართ ექსპერიმენტებზე ინტიმურ ცხოვრებაში, დარწმუნებული იყავით, ის სხვა ქალისაკენ არც გაიხედავს. 5.ერთგული ერთგულება-ეს მამაკაცი-მორიელის ყველაზე მნიშვნელოვანი "მოთხოვნაა". არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ურთიერთობა გაქვთ მასთან: მოკლევადიანი რომანი თუ ოჯახური კავშირი. იგი ძალიან მომთხოვნი, მესაკუთრე, ეჭვიანი და ფეთქებადია. ქალი, რომელიც მზად არის სიყვარულით სავსე თვალებით უყუროს მას, შეძლოს მისი მხარდაჭერა და შესაძლებლობა მისცეს მას რეალიზდეს, შეუძლია დარწმუნებული იყოს-მამაკაცი-მორიელი სამუდამოდ მისი იქნება. 376 1-ს მოსწონს
|