ქალი და მამაკაცი როგორ მოვაწონოთ თავი ბიჭს? 2012, 5 ივნისი, 0:48 ![]() მას შენ ვერ მოეწონები, თუ მას წარმოდგენა არ აქვს შენი არსებობის შესახებ. თუ შენ დარწმუნებული არ ხარ, რომ მისი მზერა ერთხელ მაინც გაჩერებულა შენზე აიძულე მოგაქციოს ყურადღება. შეგხვდა ქუჩაში მიესალმე... თუ შემოტრიალდა, ე.ი. შენ შეძელი ყურადრების მიქცევა. დაელაპარაკე, კითხე სად მიდის, გამოიჩინე ინტერესი. ბიჭების უმეტესობას არ უყვარს ლაპარაკი, მაგრამ შეუძლებელია შეიყვარო ადამიანი, როდესაც მასზე არაფერი იცი. მაგრამ არ გადაამეტო, არ აფიქრებინო, რომ "ეტენები" რადგან მხოლოდ ნეგატივს გამოიწვევ. სულ მცირეხნიანი ლაპარაკიც კი მოგცემს იმის საშუალებას განსაჯო ღირსია კი შენი ყურადღების? 3.იხუმრე იუმორის კარგი გრძნობა გარდაქმნის ადამიანს უფრო მიმზიდველად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ უნდა გადაიქცე კლოუნად, ან უაზროდ იცინო ყველაზე, ვინც გზად შეგხვდებათ. შენი იუმორის გრძნობა უნდა გმატებდეს ინდივიდუალობას. ზოგიერთ ადამიანი გონებამახვილია, ზოგიერთს შეუძლია მოყვეს არაჩვეულებრივად სასაცილო ისტორიები, ზოგიერთი უბრალოდ ხუმრობს ან საკუთარ თავზე ან გარშემომყოფებზე. არ აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებ შენ, მაგრამ გაცილებით ადვილია მოაწონი ბიჭს თავი თუ თქვენ ერთად გულღიად გაიცინებთ კარგ ხუმრობაზე, თუ შენ მას ხშირად გააცინებ. მაგრამ ესეც თუ არ გამოგივა არ დაიწყვიტო გული, წაიკითხე შემდეგი რჩევა:)) 4. საერთო ინტერესები ვთქვათ მას უყვარს კალათბურთი-შეეცადე გაიგო რა მოსწონს კონკრეტულად მას ამ სპორტში, შეეცადე მოიპოვო რაიმე საინტერესო ამ სპორტის შესახებ. გახსენი შენი გონება რაიმე ახლისთვის. თუ თქვენ აღმოგაჩნდათ საერთო ინტერესები ეს საშუალებას მოგცემთ დაალაგოთ თქვენი ურთიერთობა შენს სასარგებლოდ. მიეცი საშუალება დაინახოს შენში საინტერესო გოგო და შეგიყვაროს. 5.იქონიე მოთმინების უნარი ეს ყველაფერი მოითხოვს დროს. შენ ვერ აიძულებ ბიჭს ძალით შეგიყვაროს და თუ შეეცდები დააჩქარო საქმე, მაშინ შენი ყველა მონდომება წყალში ჩაიყრება. მიეცი მას არჩევანი თავისი ნებით გააკეთოს. ბოლოსდაბოლოს იგი გაგრძნობინებს ან გეტყვის შეძელი თუ არა შენი საწადელის მიღწევა. ხანდახან ბიჭები იმიტომაც არ მოგაქცევენ ყურადღებას, რომ არ არიან მზად ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის...მაგრამ ნუ მიიღებ უარს სამყაროს დასასრულად!!! ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა... გააგრძელე ჩვეულებრივად ცხოვრების გზა... გარშემო უამრავი ბიჭია და 1 პუნქტის წაკითხვის შემდეგ შეინ იცი, რომ ერთადერთი და განუმეორებელი ხარ. წარმატებებს გისურვებ!!! 7901 11-ს მოსწონს
|