ქალი და მამაკაცი მეგობრობა თუ სიყვარული? 2012, 26 მაისი, 0:42 ერთ დროს მყარი მეგობრობა ბიჭსა და გოგოს შორის შეიძლება დიდ გრძნობაში სიყვარულში გადაიზარდოს. მაგრამ როგორ მივხვდეთ? 5 ნიშანი, რომელიც გაჩვენებთრა ურთიერთობა გაქვთ...
1.გეუბნებათ, რომ ენატრებით
ეს იმას ნიშნავს, რომ მას სიამოვნებს თქვენთან ერთად ყოფნა და როდესაც სულ ცოტა ხნით მაინც შორდებით ერთმანეთს მას ენატრებით და გეუბნებათ კიდეც ამა. თქვენ ამაზე სასურველია დადებიტი რეაქცია გქონდეთ, მაგალითად, "მადლობა", "მეც მენატრები".
2.მეგობრები ამჩნევენ განსაკუთრებულ მეგობრობას თქვენ ორს შორის.
თქვენი ახლო მეგობრები მალე შეამჩნევენ თქვენ ასეთ დამოკიდებულებას და შეიძლება სიცილიც კი დაიწყონ ამაზე, მაგრამ თქვენ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. რაც მთავარია გარშემომყოფები ამჩნევენ, რომ ყველაფერი სერიოზულ ელფერს იღებს. 3.მასთან ყოფნა სიამოვნებას განიჭებთ. უყვებით თითქმის ყველაფერს თქვენ შესახებ, ლაპარაკობთ ერთმანეთის შესახებ ძალიან ბევრს და ხშირად ვერც ამჩნევთ, რომ სულ უფრო მეტ და მეტ დროს ატარებთ მასთან ერთად. 4.მან შეწყვიტა ლაპარაკი ბიჭებზე(გოგოებზე), რომლებიც მოწონდა ეს იმის მკაფიო გამოხატულებაა, რომ აღარ სიამოვნებს წარსულზე ლაპარაკი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მას არ უნდა თქვენი გრძნობები შელახოს ან ცუდი შთაბეჭდილება მოახდინოს თქვენზე. 5.გაღიზიანებთ ის ფაქტი, როდესაც იგი ვინმე გოგოსთან(ბიჭთან) პაემანზე მიდის. ეჭვიანობა- ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მტკიცებულებაა იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა სერიოზულ ელფერს იღებს. 841 8-ს მოსწონს
|