x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
თავისუფალი დრო და თამბაქოს მოწევა
ჩემ მიერ ჩატარებული კვლევა ეხება ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიცაა
თამბაქოს მოხმარება.ვიკვლიე კავშირი თამბაქოს მოწევის რაოდენობასა და თავისუფალ დროს შორის.კვლევა ჩატარდა მამაკაცებზე.ვინაიდან დრესდღეობით თამბაქოს ეწევა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40%.მამაკაცთა შორის მწეველია 50-65%, ხოლო ქალებს შორის 16-22%.კვლევის მონაწილეებს წარმოადგენდნენ შემთხვევითად შერჩეული 20–დან 30–წლამდე ასაკის მამაკაცები.ისინი პასუხს სცემდნენ ორ ღია შეკითხვას:


1.რამდენი თავისუფალი დროგაქვთ საშუალოდ დღეში?;

2 .საშუალოდ რამდენ ღერ სიგარეტს ეწევით დღეში?.

კვლევის მონაწილები იმყოფებოდნენ თანაბარ პირობებში.ისინი ნებაყოფლობითად, ინფორმირებული თანხმობის საფუძველძე მონაწილეობდნენ აღნიშნულ კვლევაში.


ჰიპოთეზა, რომ არსებობს დადებითი კორელაცია თამბაქოს მოწევასა და თავისუფალი დროის რაოდენობას შორის, დადასტურდა.თუმცა აღსანიშნავია, რომ ერთი შეხედვით უფრო მაღალი სიძლიერის კორელაცია შეიძლება ვივარაუდოთ, ვიდრე ამას კვლევები მოწმობს. საჭიროა უფრო დიდ შერჩევაზე ჩატარდეს კვლევა, ქვეყნის მასშტაბით, რომ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ არსებული მდგომარეობის მიზეზებზე.
მომავალი კვლევისთვის საინტერესოა ვიკვლიოთ ქალების შემთხვევაში არსებული მდგომარეობა, რადგან ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სხვაობა თანდათან მცირდება.
საერთაშორისო გამოკვლევამ ახალგაზრდების მიერ თამბაქოს მოხმარების შესახებ აჩვენა, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახალგაზრდა გოგონები და ვაჟები დაახლოებით ერთნაირად ეწევიან.თუ ეს ტენდენცია არ შეიცვალა მოსალოდნელია რომ
2025 წლისთვის ქალთა პოპულაციის 20% მწეველი იყოს.

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე იოსელიანი
ეკატერინე იოსელიანი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0