x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137419
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511355
კომპლიმენტების გამოხატვის ხელოვნება
სიმპათია ეს არა შეფასების, არამედ უფრო დადებითი გრძნობებისა და დადებითი
დამოკიდებულების გამოხატვაა. სიმპათია სხვადასხვა გზით შეიძლება გამოიხატოს: კეთილი საქციელით, კეთილი სიტყვებით და კეთილი გრძნობებით. კეთილი გრძნობების გადაცემას ჩვენ უმეტესად ვახდენთ არავერბალური გზით - ღიმილით, მზერით ან შეხებით. კეთილი საქციელი შეიძლება გამოიხატოს რაიმე საჩუქარში ან დახმარებაში, რაიმე სასიამოვნოს გაკეთებაში, სასიამოვნო სიტყვებს კომპლიმენტებს ვუწოდებთ.ბევრი ადამიანი აღიარებს, რომ მისთვის უფრო ადვილია რაღაცის ჩუქება სხვისთვის, ვიდრე ამ ადამიaნისთვის სასიამოვნო სიტყვების, კომპლიმენტის თქმა.


კომპლიმენტების სახით დადებითი დამოკიდებულების გამოხატვა სასარგებლო და სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარია, რადგან:

1. როდესაც საქმიან პარტნიორებს ვაქებთ, ჩვენ ვეხმარებით მათ იგრძნონ თავი მნიშვნელოვნად სხვის თვალში და ვქმნით საქმიანი კონტაქტის კეთილგანწყობილ ატმოსფეროს. ახლობლებისთვის კომპლიმენტის თქმით კი კიდევ უფრო ვამტკიცებთ ახლო ურთიერთობებს.

2.როდესაც სხვა ადამიანებს ვეუბნებით კომპლიმენტებს, ჩვენ მათაც ვასიამოვნებთ და ჩვენს თავსაც ვეხმარებით. მარკ ტვენის სიტყვებით “საკუთარი თავის გამხნევების ყველაზე კარგი გზა სხვისი გამხნევებაა“. როდესაც თქვენ პარტნიორში ღიმილს ან სასიამოვნო გაოცებას იწვევთ, თქვენ საკუთარ პრობლემებს ივიწყებთ და განწყობილებას იუმჯობესებთ.


3.რაც მეტ კომპლიმენტებს უკეთებთ სხვა ადამიანებს, მით მეტი გიბრუნდებათ.


კომპლიმენტის დროს სასურველია აღნიშნოთ პიროვნების არა ის ასპექტები, რომლებიც დადებითად ახასიათებს პარტნიორს, როგორც თანამშრომელს და მოსწავლეს, არამედ მიუთითებენ მის დადებით პიროვნულ თვისებებს. თუ კონსტრუქციული შეფასება - მოწონება ადამიანის მოქმედებათა ღირებულების აღიარებაა, კომპლიმენტი პიროვნების ღირებულების აღიარებაა.
კომპლიმენტის შემადგენელი კომპონენტებია:

პირველი ნაბიჯი თქვენი დადებითი დამოკიდებულების გამოხატვააა
მეორე ნაბიჯი დეტალურად დააკონკრეტეთ, რა მოგეწონათ
მესამე ნაბიჯი მოახდინეთ მოწონების არგუმენტირება. ახსენით, რატომაა კარგი, ის რაც თქვენ აღნიშნეთ.
მეოთხე ნაბიჯი გააკეთეთ დასკვნა პიროვნების სულიერი თვისებების შესახებ

დადებითი დამოკიდებულების გამოხატვა შეიძლება დაიწყოს ფრაზით: „მე მომწონს შენში...“ „მე მომწონს, როდესაც შენ... „ დაკონკრეტება. როგორც
კონსტრუქული უკუკავშირისას, ისე კომპლიმენტიც უფრო ბუნებრივი და დამაჯერებელი ხდება, თუ კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობა. ყოველ ადამიანს სურს მოისმინოს თავის შესახებ რაიმე კონკრეტული, რადგან სწორედ კომპლიმენტის კონკრეტულობა აძლევს შესაძლებლობას იგრძნოს მისი ობიექტურობა და ბუნებრიობა. ამდენად, არა უბრალოდ „თქვენ კარგად გამოიყურებით“, არამედ კომპლიმენტი უფრო დამაჯერებლად ჟღერს, როდესაც თქვენ ამბობთ „ახალი ვარცნილობა ძალიან გიხდებათ და კაბაც ძალიან ეხამება თქვენს ფერებს“. ამდენად კომპლიმენტის ჩამოყალიბებისას უნდა მიაქციოთ მეტი ყურადღება მცირედ შესამჩნევ დეტალებს და თვისებებს.


არგუმენტაცია. თქვენი დადებითი შთაბეჭდილება შესაძლებელია მყარად არგუმენტირებული იყოს სიტვებით „რადგან, ...“. მაგალითად, „თქვენ ძალიან ყურადღებიანი ადამიანი ხართ, რადგან ყოველთვის პოულობთ დროს სასიამოვნო წვრილმანებისთვის, რომლებიც მე განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს აქცენტი
სულიერ თვისებებზე. გარეგანი თვისებებით აღფრთოვანებით ჩვენ ბევრად ნაკლებ
შთაბეჭდილებას ვახდენთ, ვიდრე როდესაც აღვნიშნავთ პიროვნების სულიერ თვისებებს.

კომპლიმენტი სრულყოფილად ანიჭებს სიამოვნებას ადამინს შემდეგი პირობების დაკმაყოფილებისას:

1.რეალობასთან შესაბამისობა. კომპლიმენტში

აღნიშნული დადებითი თვისება უნდა შეესაბამებოდეს რეალობას, ე.ი. უნდა იყოს საფუძვლიანი და არგუმენტირებული. არაგულწრფელი კომპლიმენტი, რომელიც აშკარად გაზვიადებას შეიცავს, აღიქმება ხელოვნურად, პირფერობის და მლიქვნელობის განცდას იწვევს.

2.პარტნიორის თვალსაზრისისათვის შესაბამისობა. თუ კომპლიმენტი არ შეესაბამება იმას, რასაც აფასებს თავისთავში ადამიანი, ის ფაქტიურად შინაგანად უარიყოფა. მაგალითად, ქალიშვილმა, რომელიც თავს ქალურად და მიმზიდველად მიიჩნევს, შეიძლება არ მიიღოს კომპლიმენტი, რომელიც მის ძალასა და გამბედაობას უსვავს ხაზს.

3.კომპეტენტურობა აქაც მნიშვნელობა აქვს კომპლიმენტის მთქმელი ადამიანის მიმართ ნდობას და რეპუტაციას კომპლიმენტის ობიექტის თვალსაზრისთ 4.კომპლიმენტში არ უნდა იყოს ორმაგი აზრი. კომპლიმენტი მხოლოდ დადებით თვისებებს უნდა ეხებოდეს. მაგალითად „როგორ გიხდება ეს კაბა ! SECOND HAND-ში თუ იყიდიდი ეგეთს“

5.კომპლიმენტს არ უნდა მოსდევდეს კრიტიკა. არ უნდა გააფუჭოთ კომპლიმენტის შემდეგ შთაბეჭდილება კრიტიკით კეთილგანწყობილი რომც იყოს კრიტიკა. მაგალითად - „ოქროს ხელები გაქვს, მაგრამ ზარმაცი ხარ.“

6.კომპლიმენტს თან არ უნდა ახლავდეს ჭკუის სწავლება.კომპლიმენტი უნდა ახდენდეს რაიმე თვისების დადასტურებას და მას არ უნდა მოსდევდეს რეკომენდაციები და ამ თვისების
გაუმჯობესების პრაქტიკული რჩევები.


ავტორი:სოფიკო უთრუთაშვილი

14.02.2015








0
38
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიკო უთრუთაშვილი
სოფიკო უთრუთაშვილი
38