ყველა ქვეყანაში არსებობს სუფრასთან ჯდომის გარკვეული წესები, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ეს წესები საკმაოდ უცნაური და არაორდუნალურია. წარმოგიდგენთ რამდენიმე ამგვარ წესს, რომელიც ამ ქვეყნებში მოხვედრისას აუცილებლად გამოგადგებათ.საკვების “სლურპვა'' მადლიერების ნიშანია.
იაპონიაში, ყველაზე ხშირად, როცა ჭამენ მაკარონს, ან სუპებს, “სლურპავენ'' მას. ეს არის მადლიერების გამოხატვა შეფმზარეულის მიმართ, რაც უფრო ხმამაღალია ის, მით უკეთესი! ასევე აქ მიირთმევენ წვნიანს პირდაპირ თასიდან - კოვზების გამოყენება ძალზედ იშვიათია. გარდა ამისა, არასოდეს იცოდეთ, თუ ოდესმე მოხვდით იაპონიაში არასოდეს გადაკვეთოთ თქვენი ჩხირები, არ ალოკოთ, ან ჩაარჭოთ იგი ვერტიკალურად თქვენს ბრინჯის თასში. ეს ითვლება ძალიან დიდ უხეშობად იაპონიაში და ბევრ სხვა აზიურ ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთშიც. მარცხენა ხელით ჭამა უწმინდურობად ითველბა.
უკაცრავად ცაციებო, მაგრამ ინდოეთში, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში უწმინდურობად ითვლება ჭამა მარცხენა ხელით. მოტანილი ანგარიშის ერთობლივად გადახდა უკულტურობაა.
საფრანგეთში, გადასახადის გაყოფა განიხილება, როგორც უკულტურობა. წესით და რიგით იგი მთლიანად ერთმა პიროვნებამ უნდა გადაიხადოს. დაშვებულია მხოლოდ ხელით ჭამა.
მექსიკაში, პრაქტიკაში თითქმის არ გამოყენება დანა-ჩანგალი. საკვებზე ხელით შეხება უზრდელობაა.
ჩილეში საკვებზე ხელით შეხება უზრდელობად ითვლება. დიახ, კარტოფილ ფრის, პიცას და ბურგერებსაც კი, ჩვეულებრივ ისინი დანა-ჩანგლით მიირთმევენ. როგორც წესი აქ საკვების პირში ჩადება ჩანგლით არ შეიძლება.
ტაილანდში ჩანგლები გამოიყენება, მაგრამ არა შესაჭმელად, მხოლოდ საკვების კოვზზე მოსათავსებლად. ნუ მიიტანთ ყვითელ ყვავილებს ვახშამზე.
ბულგარეთში, ყვითელი ყვავილები სიძულვილის სიმბოლოს წარმოადგენს. სუფრასთან ჯდომისას არასოდეს დაასვენოთ ხელები თქვენს კალთაში.
რუსეთში, საზოგადოებაში ყოფნისას თქვენ შეგიძლიათ დაასვენოთ დაღლილი ხელები მაგიდაზე, თუმცა არავითარ შემთხვევაში კალთაში.