ვაჰ, ეს რეები მაისმინა ჩვენმა ყურმა და ეს რა ფიქრები აგვიდ-დაგვიდის კაცო გონებაში. მე და ჰავლაბრელ სარქისას, ამ ამბის გაგების მერე, საერთოდ ნერვები ცუდი ამბავში გვაქ რა... ახლა იკითხამთ, ეს რა მოგვსვლია არტურ, ეს რა დღეში ხარო. აბა რით გიშველოთო და ამბები...
ეჰ ძმანო, აბა კარგ ხასიათზე როგორ ვიქნები, როცა გავიგე, რომა, იმ ჩვენს კიმბერლისა, “გალივუდში” როა - იმასა, მაზალო რამეები უთქომს. როგორ ვერა ხვდებით კაცო, ვისზე გეუბნებით. ჩვენი კიმი რა, კარდაშიანი. ლოს-ანჟელესელი რობერტას გოგო რა... ჰოდა, იმ ოხერ ტიალსა და უსინდისოსა თურმე უთქომს რომა, მეო, შავკანიანი კაცემი მამწონს და თუნდაც კაი შაღერებული სომხის ბიჭი იყოს - ზანგის მეტი არავინ დამანახოთო.
აბა ეგეთი ‘”რასკოშნი” სიტყვები იქნება? თუ თეთრები არ მოსწონდა, აბა ადრე იმ “ბასკეტბოლისტს” ცოლად რად მიჰყვებოდა? აბა, მაშ რათ იძახდა, არმენია ჩემი “როდინააო? აფსუს, ალბათ საფლავში ტრიალებს პაპამისი არშაკა და ბაბომისი სირანა. იცით რა ქალი იყო სირანა? იმის გაკეთებული სუჯუხის გემო ახლაც ახსოვს ბიძაჩემ გეურქას.
ჰოდა, იმას ვამბობდი რომა, ამ რობერტას გოგომ ძაან გვატკინა გული და რამე წერილი უნდა ვქნათ ამერიკაში. ნამუსი ხო არი კაცო? მთელი ჰავლაბრის ბიჭ-ბუჭობა ამ ქალზედ ჰფიქრობს და ჰკვნესის და იმან კიდევა, ზანგები მინდაო. აკი ჰყამს კიდეცა ზანგი. განა მე შავები მეჯავრება? მაიკლ ჯორდანს და შაკილ ონილს შამაევლოთ არტურას გაბზარული გული, მაგრამ, ჩვენი კიმი მართლა ჩვენი გვეგონა და თურმე სადა ბანაობ?...
www.worldsport.ge