“მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი, რომელსაც თავისი გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერება სურს, ხერარდ პიკეთია დაინტერესებული და სურს ამ ხაზთან თვით პიკე იხილოს. არც პიკე იქნებოდა უარზე, რომ არა ერთი მეტად დამაბრკოლებელი გარემოება.
ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები თავად პიკეს მეუღლე, სახელგანთქმული კოლუმბიელი მომღერალი შაკირაა. მას კატალონიიდან არსად წასვლა არ უნდა და ქმარს დაჟინებით ჩასჩიჩინებს, რომ სხვაგან გადასვლა მათთვის მხოლოდ უსიამოვნებების მომტანი იქნება.
შაკირას და პიკეს ერთი ვაჟი ჰყავთ და ახლა მეორე შვილის მოლოდინში არიან. “ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების მოთამაშე პიკეს, ინგლისურ კლუბში რა თქმა უნდა მეტი გამოცდილების შეძენა შეეძლო, მაგრამ ჯიუტი ცოლი ვერა და ვერ დაიყოლია და ისღა დარჩენია, კატალონიის მცხუნვარე მზე ამჯობინოს ნისლიან ალბიონს.
www.worldsport.ge