x
image
worldsport.ge
შარაპოვა დიმიტროვის გარეშე

imageსახელგანთქმული რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, რომელიც 2012 წელს “ნიუ ჯერსი ნეტსის“ ყოფილ კალათბურთელ საშა ვუიაჩიჩს დაშორდა, ახლაც ანლოგიურ მდგომარებაშია.
შარაპოვა, რომელიც ორი წელი ბულგარელ ჩოგბურთელ გრიგორი დიმიტროვს ხვდებოდა, უკვე თავისუფალი ქალის სტატუსით ტკბება. მათ დაშორების გადაწყვეტილება თურმე ამერიკის ღია პირველობის შემდეგ მიიღეს, რომელზეც ორივემ წარუმატებლად იასპარეზა.
ისინი უკვე ცალ-ცალკე ჩნდებიან სხვადასხვა ღონისძიებებზე. მეტიც, შარაპოვას ხშირად ხედავენ ნიუ იორკში სულ მარტოს. ასე რომ, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ლამაზი ჩოგბურთელის გული კვლავ თავისუფალია და საინტერესოა ვინ იქნება შემდეგი, ვინც მარიას გულს სამუდამოდ დაიპყრობს.


www.worldsport.ge

0
752
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
752
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0