x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
დღეს უიტნი ჰიუსტონის ერთადერთ ქალიშვილს აპარატიდან გამორთავენ უიმედო მდგომარეობის გამო.

imageდღეს ლეგენდარული მომღერლის- უიტნი ჰიუსტონის ერთადერთ ქალიშვილს ბობი კრისტინა ბრაუნს რეანიმაციის სასიცოცხლო უზრუნველყოფის აპარატიდან გამორთავენ, რადგან ექიმების თქმით თავის ტვინში დაიწყო შეუქცევადი პროცესები და მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლებელი გახდა.
21 წლის ბობი კრისტინა ბრაუნი უკვე 10 დღეა რაც კომაშია.
მძიმე და გამოუვალი მდგომარეობის გამო ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება გოგონას აპარატიდან გამორთვაზე თანხმობა მიეცა კლინიკის შესაბამისი განყოფილების ექიმებისათვის.
21 წლის გოგონა 31 იანვარს უგონო მდგომარეობაში იპოვეს სააბაზანოში, გოგონა თავიდან მართვად კომაში ჰყავდათ ტვინში სისხლჩაქცევის გამო, სამწუხაროდ მდგომარეობა გართულდა და თავის ტვინში მიმდინარე პროცესების გაკონტროლება ოპერაციული ხერხით უკვე შეუძლებელი გახდა.
გოგონას სხეულზე ნაპოვნია სილურჯეები და ნაჭდევები, თუმცა გოგონას მეგობარი ბიჭი ნიკ გორდონი უარყოფს გოგონაზე განხორციელებულ ძალადობას, მისი სიტყვებით არსებული დაზიანებები მიღებულია ბობის უგონო მდგომარეობაში ნახვის მერე მისი გონებაზე მოყვანის მცდელობებისას.
მიუხედავად ამისა პოლიციის მხრიდან ნიკის ჯერ კიდევ არ მოხსნია ეჭვმიტანილის სტატუსი. მათი საერთო მეგობრების განცხადებით წყვილს შორის ხშირად იქმნებოდა კონფლიქტური სიტუაცია, რომლის ინიციატორი ხშირად ნიკი და მისი შურიანობა იყო.
ნიკს შურდა რომ მისი მეგობარი გოგონა ცნობილი მომღერლის შვილი იყო და მისთვის ლამის ყველა კარი ღია იყო, გოგონა მონაწილეობდა რამდენიმე შოუში, სადაც მალევე მოიპოვა პოპულარობა. ეს კი ნიკზე ისე მოქმედებდა როგორც ხარზე წითელი ნაჭერი.
ნიკს აცოფებდა ის მდგომარეობა, რომ მის პერსონაზე არავინ ამახვილებდა ყურადღებას, თუმცა ის ბობის გვერდით იზრდებოდა წლების განმავლობაში, ხოლო უიტნიმ მას დედაც კი შეუცვალა როცა ნიკი 12 წლის ასაკში იშვილა.
დღეს ზუსტად 3 წელი გავიდა მას შემდეგ რაც უიტნი სააბაზანოში გარდაცვლილი იპოვეს.

2
1405
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
1405
  
0 1 2