ნამცხვრები ზუსტად 3 წუთში ჩვეულებრივი ტორტი გადაიქცევა რაღაც ულამაზესად! დასაჭრელად ვერ გაიმეტებთ! ( + ვიდეო ) 2015, 11 თებერვალი, 16:03 ტორტის ცხობა თითქმის ყველა დიასახლისმა ვიცით.ვიცით ისიც, რომ 10 კვერცხიან ტორტს 10 კოვზი შაქარი და ამდენიმე რაოდენობის ფქვილი ესაჭიროება, ისევე, როგორც 20 კვერცხიანს 20 სუფრის კოვზი შაქარი და ამდენივე რაოდენობის ფქვილი. სტატიაში შემოგთავაზებთ ტორტის მორთვის საოცარ ხელოვნებას, რომლის მსგავსი შესაძლოა არც გქონდეთ ნანახი.
შესაძლოა ოდნავ გაზვიადებულია, შეიძლება ერთის მხრივ მისი დაჭრა შეგენანოთ, მეორე მხრივ კი ვინ გაუძლებს მისი მირთმევის ცდუნებას?
მოკლედ, უკვე გამომცხვარი ტორტი სასურველია მოვრთოთ ვიდეოში მითითებული მარტივი, მაგრამ გამაოგნებელი მეთოდით.როდესაც ტორტს შიგნით კრემით და სხვადასხვა ხილეულით ან თუნდაც შოკოლადით შევავსებთ, გარედან მთლიანად დავფარავთ კრემით და შემდეგ დავიწყებთ მის მორთვას. ტორტების გაფორმება ხომ ნამდვილ ხელოვნებად იქცა და რადგან ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არა აქვს, სწორედ მათ ხელებს შეუძლია შექმნან ულამაზესი ტორტები, დაწყებული ერთფენიანი - ორგანზომილებიანი გაფორმებით და დამთავრებული - მრავალსართულიანი სამგანზომილებიანი დეკორაციებით. ვიდეოში, რომელსაც სტატიაში წარმოგიდგენთ, ტორტის გამფორმებელი ნამდვილი ოსტატია, რომელიც განუმეორებელი დიდოსტატობით ქმნის ულამაზეს ტორტს, თუ რა შეიძლება გააკეთო უბრალო თეთრი ფენებით. პ.ს. ადამიანის უსასრულო ფანტაზიებზე ვსაუბრობდი და როდესაც სტატიაში მოცემულ თითოეულ ფოტოს ან ვიდეოს უცქერ ადამიანი, თანდათან რწმუნდები, რომ ბუნებამ ყველაზე დიდი ნიჭიერებით ქალბატონები დააგვაჯილდოვა. 1278 16-ს მოსწონს 1-ს არა |
ნუ სტატიის დასასრული განსაკუტრებიტ მომეწონა :D