ერთი ადამიანი დალაქთან მივიდა რათა თმა შეეჭრა, მათ დაიწყეს საუბარი და ცოტა ხანში დისკუსია შეეხო ღმერთს.
დალაქმა თქვა:
- მაინც არ მჯერა, რომ ღმერთი არსებობს.
- რატომ? - ჰკითხა კლიენტმა.
- ეს ხომ ისედაც ნათელია. საკმარისია გახვიდე ქუჩაში და დარწმუნდები, რომ
ღმერთი არ არსებობს. აბა მითხარით, თუ ღმერთი არსებობს, რატომ არის ამდენი
ავადმყოფი ადამიანი? ამდენი მიტოვებული ბავშვი? ის რომ მართლა არსებობდეს,
არ იქნებოდა ამდენი ტკივილი, ტანჯვა. რთულია წარმოიდგინო ღმერთი, რომელიც
უშვებს ამ ყველაფერს.
კლიენტი წუთით დაფიქრდა, მას არ სურდა
კამათი ამ თემაზე. როცა დალაქმა დაასრულა თავისი საქმე, კლიენტი წავიდა.
ქუჩაში გასვლისთანავე მან დაინახა თმაგაბურძგნული და გაუპარსავი კაცი,
რომელიც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ამის დანახვაზე კლიენტი უკან მობრუნდა
და დალაქს უთხრა:
- იცით მე თქვენ რას გეტყვით? დალაქები არ არსებობენ.
- როგორ? - გაუკვირდა დალაქს - მე ვერ მხედავთ? მე დალაქი არ ვარ?
- არა! - უპასუხა კლიენტმა - ისინი არ არსებობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში
არ იარსებებდა ამდენი გაუპარსავი ადამიანი. აი როგორიც ის არის, ქუჩაში.
- ადამიანო, მერე საქმე ხომ ჩემში არ არის, ისინი თვითონ არ მოდიან ჩემამდე.
- საქმეც მაგაშია - დაუდასტურა კლიენტმა - მეც ზუსტად ამას ვამბობ: ღმერთი
არის. უბრალოდ ადამიანები თავად არ ეძებენ მას და არ მიდიან მასთან. აი
ამიტომ არის ადამიანებში ამდენი ტკივილი და ტანჯვა.