x
image
გვანცა1234
ანთიმოზ ივერიელი პატრიარქის საჩუქარმა განკურნა - „მაკურთხა, ოპერაცია არ გაიკეთოო“

ანთიმოზ ივერიელი იმ სასწაულზე წერს, რაც პატრიარქის ნაჩუქარმა ფეხსაცმელმა მოახდინა:
„პატრიარქის საჩუქარი,
სამი თვის უკან უწმიდესი გიბარებსო.

მივედი საპატრიარქოში საღამოს ლოცვაზე. სტუმრები იყვნენ. მორჩა ლოცვა. ყველას ესაუბრა, მოეფერა.
გახდა
11 საათი. უწმიდესი საძინებელში აბრძანდა. დაცვის ბიჭებმა მითხრეს შედიო.
საძინებლის წინ მისაღები აქვს. ფეხები უკან მრჩება, მერიდება. უწმიდესს
87-დან ვიცნობ, მის სიახლოვეს ყოველთვის ენა მივარდება.

მესაუბრა,
მომეფერა. მერე მაკურთხა, ოპერაცია არ გაიკეთოო! ანუ მარჯვენა მუხლში
ხელოვნური სახსრები არ ჩაიდგა, ჯერ ახალგაზრდა ხარ და იმკურნალეო.

მერე აბრძანდა და საძინებელში გავიდა.
ორ წუთში გამოდის და ფეხსაცმელი მოაქვს. მეუბნება: სულ ორჯერ მეცვაო და მჩუქნის.
დავარდი მუხლებზე, ამიტყდა ტირილი, ხელზე ვკოცნი და ვეუბნები: მადლობა თქვენო უწმიდესობავ! ამ ფეხსაცმელს არასდროს გავიხდი-მეთქი.
ღიმილით მპასუხობს: არა, არა ღამე გაიხადეო))))))))))))))))))))
რაც ის ფეხსაცმელი ჩავიცვი, მუხლი ჯერ ისე არ გამსიებია, რომ სიარული არ შემეძლოს!
არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი)“, - წერს ანთიმოზ ივერიელი ფეისბუქზე.

image

1
234
9-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
234
  
2015, 11 დეკემბერი, 20:39
ეს მამაო კი არა ფეისბუქის "ვარსკვლავი" უფროა. :)))
0 1 1