ტექნოლოგიური სიახლეები LG-მ გამოუშვა Chromebase – all-in-one კომპიუტერი Chrome OS ოპერაციული სისტემით 2015, 8 თებერვალი, 1:08 LG-მპირველი Chrome OS ოპერაციული სისტემით აღჭურვილი all-in-one დესკტოპ-კომპიუტერი წარმოგვიდგინა. მოწყობილობა საჯაროდ მომდევნო თვეში, CES 2014 ღონისძიებაზე გახდება ხელმისაწვდომი. Chromebase აღჭურვილია Google-ის Chrome OS ოპერაციული სისტემით, რომელიც აქამდე მხოლოდ Chromebook ლეპტოპებში გვხვდებოდა. დესკტოპ-კომპიუტერი აღჭურვილია 21.5 დიუმიანი IPS FullHD ეკრანით, Intel Celeron პროცესორით, 2GB RAM ოპერატიული და16GB SSD შიდა მეხსიერებით. გარდა ამისა, მას გააჩნია HDMI, USB 3.0 და 2x USB 2.0 პორტები, 5W-იანი დინამიკები და 1.3MP გაფართოების მქონევებ-კამერა. დიზაინით მოწყობილობა ძალიან ჰგავს Apple-ის iMac-ს და ამ უკანასკნელის მსგავსად, კომპლექტში მოჰყვება უკაბელო კლავიატურა და მაუსი. LG-ს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს მოწყობილობის გამოსვლის ზუსტ თარიღსა და ფასებზე, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას სავარაუდოდ CES ღონისძიებაზე შევიტყობთ.
20 4-ს მოსწონს
|