ტექნოლოგიური სიახლეები ორ-ეკრანიანი YotaPhone სმარტფონი უკვე ხელმისაწვდომია! 2015, 8 თებერვალი, 0:05
YotaPhone სმარტფონი აღჭურვილია ორი, 4.3 დიუმიანი, 720p გაფართოების მქონე LCD ფერადი და e-ink, შავ-თეთრი ეკრანით, 1.7 GHz ორბირთვიანი პროცესორით, 2 GB ოპერატიული მეხსიერებითა და Android ოპერაციული სისტემით.მწარმოებელთა განცხადებით, სმარტფონის მნიშვნელოვანი უპირატესობა გახლავთ e-ink ეკრანის არსებობა, რომელიც ელემენტის ხარჯვის ინტენსივობას მინიმუმამდე ამცირებს, გარდა ამისა, კომფორტულია ელ-წიგნების საკითხავად, არ ღლის თვალს და ამავე დროს LCD ეკრანის სრულად ფუნქციურ, შავ-თეთრ ანალოგს წარმოადგენს. 139 2-ს მოსწონს
|