x
მეტი
  • 01.11.2024
  • სტატია:137966
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511725
სტიგმატიზირებულ და არასტიგმატიზირებულ ინდივიდებს შორის ინტერაქციის დროს შექმნილი უხერხული მომენტები


imageადამიანთა უმეტესობას შეუძლია გაიხსენოს სტიგმატიზირებულ ინდივიდთან ურთიერთობა, რომლის დროსაც მათ თქვეს ან გააკეთეს ისეთი რამ, რამაც შექმნა შფოთვა, გაურკვევლობა, დისკომფორტი, დაძაბულობა, დაბნეულობა, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ინტერაქციში მყოფი სტიგმატიზირებული ინდივიდისთვის. სტუდენტების მიერ აღწერილი შემთხვევებით ნათლად გამოვლინდა მსგავსი ვითარებების რეალობა. მაგალითად, ერთ-ერთმა სტუდენტმა პარაპლეგიის (ქვედა კიდურების დამბლა) მქონე უცნობს სავარძლიდან გადმოვარდნის შემდეგ ჰკითხა ფეხები რა მდგომარეობაში ჰქონდა. ერთ ერთმა სტუდენტმა თავის მეგომარს, რომელსაც სახეზე ნაიარევი ჰქონდა უთხრა, რომ მათ წინ მდგომი ახალგაზრდა მამაკაცი რომ არა ნაიარევი სახეზე ბევრად სიმპატიური იქნებოდა; თუმცა, მაშინვე გააცნობიერა, რომ ეს ნიშანი იმ ნაირევის იდენტური იყო, რომელიც მის მეგობარს ჰქონდა სახეზე. ერთ-ერთმა სტუდენტმა ბრმა ადამიანს ჰკითხა, თუ სად დაეშვა წითელი საჰაერო ბუშტი. რამოდენიმე თეთრკანიანი სტუიდენტი კი შავკანიან ინდივიდებთან საუბრისას დაიბნა, რადგან არ იცოდნენ რომელი ტერმინი გამოეყენებინათ საუბრისას, „შავი“ თუ აფროამერიკელი“. ერთ-ერთი სტუდენტი იხსენებს, თუ როგორ აარიდა თავი აივ დადებითთან ხელის ჩამორთმევას. თუმცა ეს უსიამოვნო სოციალური გაცვლის კონკრეტული მაგალითები შესაძლოა არ ასახავდეს უნივერსალურ გამოცდილებას, ადამიანთა უმრავლესობა ზემოთ აღწერილი შემთხვევების მსგავსს ვითარებებში დისკომფორტს განიცდის. ჩვენ ამ გრძნობას „უხერხულ მომენტებს“ ვუწოდებთ და ეს გრძნობა საერთოა ყველა იმ შემთხვევისთვის, რომელიც წინ უსწრებს ან თან ახლავს სტიგმასთან გაკავშირებულ შფოთვას.
ჩვენ შევეცდებით ავხსნათ ის უხერხული მომენტები, რომლებიც თავს იჩენს „შერეულ ინტერაქციებში“ ან სტიგმატიზირებულ და არასტიგმატიზირებულ ინდივიდთა შორის ინტერაქციებში. დავიწყებთ სტიგმის იმ მახასიათებლების აღწერით, რომლებიც გავლენას ახდენენ უხერხული მომენტების წარმოქმნაზე. შემდეგ, წარმოგიდგენთ უხერხული მომენტების პირველად ანგარიშს სტიგმატიზირებული და არასტიგმატიზირებული ინდივიდების პერსპექტივებიდან, ამ ანგარიშს თან ახლავს ემპირიული კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს სტიგმატიზირებული და არასტიგმატიზირებული ინდივიდების ყოყმანსა და მერყეობას ყოველდღიურ სოციალური ურთიერთობებში. შემდეგ, შევეცდებით ავხსნათ შფოთვისა და დაძაბულობის აღმოცენების მიზეზები, წარმოგიდგენთ იმ პოტენციური ფაქტორების სიას, რომელმაც შესაძლოა შექმნას უხერხულობა სტიგმატიზირებულ და არასტიგმატიზირებულ ინდივიდებში. და ბოლოს, განვიხილავთ უხერხულობის შემამცირებელ, შემამსუბუქებელ სტრატეგიებს. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს სტრატეგიები სასარგებლოა სოციალური ურთიერთობებისათვის და ამავდროულად ხელს შეუწყობს სტიგმატიზირებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციას. გვჯერა, რომ ზოგიერთი პირდაპირი კოგნიტური და ბიჰევიორისტული ინტერვენცია, რომელიც მიმართულია როგორც ორმხრივ, ასევე საზოგადოებრივი დონეებისადმი, შეამცირებს შფოთვას და უხერხული მომენტების არსებობას სტიგმატიზირებულ და არასტიგმატიზირებულ ინდივიდთა ინტერაქციაში.


სტიგმის მახასიათებლები, რომლებიც გავლენას ახდენენ
უხერხული მომენტების წარმოქმნაზე

სოციალური სტიგმის ზოგადი გაგება დაგვეხმარება შერეული ინტერაქციის დინამიკის გაგებაში. ჩანაწერებში, ისეთივე ძველში, როგორიც უძველესი ბერძნული ცივილიზაციაა, აღიშნულია, რომ სტიგმის მფლობელი უსიამოვნო იარლიყის ან დაღის ქონის გამო პიროვნულად გაუფასურებულია. გასულ საუკუნეში უამრავი ჯგუფი განიხილებოდა სტიგმატიზირებულად, იმ ინდივიდების ჩათვლით, რომლებიც იყვნენ ალკოჰოლიკები, შავკანიანები, უსინათლოები, სიმსივნის მქონენი, სახეზე ნაიარევებით, ჰომოსექსუალები, ჭარბწონიანები, უნარშეზღუდულები, ენაბლუები და მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.


სტიგმატიზირებული ჯგუფების ვრცელი ვარიეციების გამო მკვლევარები ცდილობენ სტიგმის კლასიფიცირებას სხვადასხვა ტიპოლოგიებში. ეჭვგარეშეა, რომ ყველაზე მეტად აღიარებულია გოფმანის სტიგმის სამფატორიანი კლასიფიკაცია: (1) „ინდივიდუალური ნაკლოვანებები, ხარვეზები“, მაგალითად ალკოჰოლიკები, ჰომოსექსუალები, უმუშევრები, რაიმეზე დამოკიდებულების მქონენი. (2) „სხეულის ზიზღი, სიძულვილი“, მაგალითად ფიზიკური სიმახინჯეები და ხილვადი უუნარობა. (3) „ტომობრივი იდენტურობა“, მაგალითად რასა, რელიგია, ეროვნება.


სტიგმის კონცეპტუალიზაციის ალტერნატიულ გზად განვიხილოთ ის სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებიც გავლენას ახდენან თუ როგორ აღიქმებიან სტიგმატიზირებული ინდივიდები. ერთ-ერთი ასეთი მახასიათებელია სტიგმის კონტროლირებადობა. სტიგმები, რომლებიც საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც კონტროლირებადი, მაგალითად ჭარბწონიანობა, ალკოჰოლიზმი, ჰომოსექსუალობა, გოფმანის მიხედვით შეესაბამება ინდივიდუალურ ნაკლოვანებებს და არასტიგმატიზირებულ ინდივიდში იწვევს არკეთილგანწყობას, რადგან სტიგმატიზირებული ინდივიდი თავადაა პასუხისმგებელი საკუთარ მდგომარეობაზე. ადამიანებს სჯერათ, რომ მდგომარეობის შეცვლა ინდივიდის ძალისხმევის და შრომის შედეგად შესაძლებელია, თუმცა შედეგი არ ჩანს. ამიტომ ეს სტიგმატიზირებული ინდივიდები აღქმულნი არიან, როგორც არადისციპლინირებული და სუსტი ადამიანები, იმსახურებენ მტრობას და ნაკლებ სიმპათიას, ისინი „ნორმალური“ ადამიანობიდან დასნებოვნებულ, უარყოფილ ადამიანებად იქცევიან.


მეორე განმასხვავებელლი ნიშანი სტიგმისა, რომელმაც უხერხული მომენტი შეიძლება შექმნას არის სტიგმის დამანგრეველი ბუნება სოციალურ ინტერაქციებში. დამანგრევლობა გულისხმობს, თუ რამდენად ხილულია სტიგმა სოციალურ ინტერაქციაში. სტიგმის დამანგრევლობა განსაკუთრებით მძაფრია, როდესახ სტიგმა ესთეტიკურად უსიამოვნოა, როდესაც სტიგმა ხილულია, და როდესაც სტიგმის „საფრთხე“(აღმქმელისათვის სტიგმის სასიშროება) მაღალია. ასე რომ, დამანგრევლობა შესაძლოა იყოს პირდაპირი საზომი სტიგმატიზირებულისა და არასტიგმატიზირებულის დეფორმირებული ინტერაქციისა. ემპირიული მონაცემების მიხედვით, არასტიგმატიზირებული ინდივიდი აძლიერებს სტერეოტიპებს იმ პირების შესახებ, რომლებიც ფლობენ დამანგრეველ სტიგმას. ეს კი თავის მხრივ იწვევს უფრო მეტ ანტიპათიას სოციალურ ურთიერთობებში. დამატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ, ვისაც არ აქვთ დამანგრეველი სტიგმა, შეუძლიათ დამალონ სტიგმატიზირებულად ყოფნა.


სტიგმის სხვადსხვა კატეგორიზაციების განხილვისას ნათელი ხდება, რომ გარდა სოციალურ-ფსიქოლოგიური მოლოდინებისა, სიტუაციური ფაქტორებისა და ინდივიდუალური განსხვავებებისა, თავად სტიგმის მახასიათებლებიც გავლენას ახდენენ სიგმატიზირებულისა და არასტიგმატიზირებულის ურთიერთობებზე. ასევე მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ სტიგმის მახასიათებლების დასახელება და კატეგორიზაცია შეიძლება დაგვეხმაროს, როგორც კოგნიტურინ კონსტრუქტი, ისინი ერთდოულად არიან თვითნებურნი და დამაბნეველნი სოციალური ინტერაქციის და მისი შედეგების წინასწარმეტყველების პროცესში. ზოგიერთი სტიგმა, სხვებისგან განსხვავებით, შესაძლოა იყოს ნაკლბად ბიძგისმიმცემი უხერხული მომენტების წარმოქმნისთვის. ადამიანთა გამოცდილება სტიგმასთან ურთიერთობაში გიჩვენებს, რომ ზოგ შემთხვევაში სტიგმა წარმოქმნის უხერხულ მომენტებს სოციალური ინტერაქიის დროს, ზოგ შემთხვევაში კი არა. განხილული სტიგმის ვარიაციები და მათი ინტერაქციაზე გავლენა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გოფმანის კატეგორიების და კონკრეტული მახასიათებლების გამოსახულების დახმარებისუნარიანობას შედარებებისა და ზოგადი ტენდენციების შესახებ წარმოდგენის შექმნაში. იმის გათვალისწინებით, რომ პერსონალური ანგარიშები გავლენას ახდენენ სტიგმატიზაციის პირობებზე, შეგვიძლია დავაკვირდეთ ტენდენციებს და უკეთ გავიგოთ უხერხული მომენტების მთლიანი არსი.


უხერხული მომენტების პირველადი ანგარიშები

უხერხული მომენტები აღწერილია როგორც სტიგმატიზირებული და არასტიგმატიზირებული ინდივიდების მიერ, ასევე დამკვირვებლების მიერაც. ამ ნაწილში განვიხილავს არასტიგმატიზირებული ინდივიდების გამოცდილებებს. კოლეჯის სტუდენტებს ვთხოვეთ აღეწერათ საკუთარი პირადი გამოცდილებები, დაკვირვებები და მოლოდინები, რომლებიც თან ახლავს სტიგმატიზირებულ ინდივიდთან ინტერაქციას. ჩვენი ნიმუშის კონსისტენტურად, სტუდენტებმა გვაიმბეს იმ ინტერაქციების შესახებ, რომლებიც უხერხულ მომენტებს შეიცავდა. სტიგმის სახეები და სპეციფიკური განმარტებები მოიცავდა შემდეგს:


ალბინიზმი: "ალბინოსთან საუბრისას ვნერვიულობ ხოლმე, რადგან ისეთი თემები, როგორიცაა გარუჯვა, თანდაყოლილი ლაქა ან ფერებთან დაკავშირებული საკითხები
მათთვის გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ უეცრად არ წამომცდეს ისინი და მოსაუბრე ამით არ გავაღიზიანო“.

შავკანიანობა: „ ზოგჯერ, როდესაც მათ ვესაუბრები, ბრაზს ვგრძნობ. ვიცი, რომ ამას არ უნდა ვაკეთებდე მაგრამ მაინც ვაკეთებ“.

სიბრმავე: „ჩემი გამოცდილებით, ადამიანი, რომელიც ხედავს, მიდრეკილია
ვიზუალურ სტიმულზე რეაგირება მოახდისნოს, მაგალითად, „რას ფიქრობ ამ დეკორაციაზე?“, ან „იმ ქალს საშინელი კაბა აცვია“. ადამიანი, რომელიც ხედავს, დისკომფორტს განიცდის საუბრის დასრულების შემდეგაც, რადგან არ იცის გააგრძელოს თავისი გზა და უსინათლო იქ დატოვოს, თუ შესთავაზოს დახმარება და დანიშნულების ადგილამდე მისვლაში დაეხმაროს“.

ჭარბწონიანობა: „ჩემი დაკვირვებით, ადმიანებს აქვთ პირდაპირი, უშუალო რეაქცია, როდესაც ისინი რაიმე გროტესკულს ხედავენ. ეს ზიზღი და ანტიპათია, რომლის დამალვასაც ცდილობს ადამიანი ინტერაქციის პროცესში სიბრაზედ იქცევა თუ ღორმუცელობა და სიზარმაცე განდევნილია ჭარბწონიანი ინდივიდის მიერ“.

ფიზიკური უუნარობა: „ვნერვიულობ და შიში მიპყრობს, როდესაც სავარძელში
მჯდომ ადამიანს ვაწყენინებ ან გულს ვტკენ. ვერ გადამიწყვეტია ვიდგე და წევიდან ვუყურო, ჩავიმუხლო თუ ვიჯდე. ვცდილობ არ ვახსენო ისეთი აქტივობები, რომლებისაც ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებს შეშეურდებათ და ინატრებენ მსგავსი აქტივობების განხორციელებას. ვცდილობ თავი ავარიდო სავარძელში მყოფი ადამიანების აღსასრულზე საუბარს“.

ენაბლუები: „ აქამდე არასოდეს შევხვედრილვარ ენაბლუებს და ამაზე ხშირად მიფიქრია. შევეცდებოდი თავი ისე მომეჩვენებინა, რომ თითქოს ვერც კი ვამჩნევ მის ენაბლუობას.

უხერხული მომენტები უფრო გასაგები გახდება სტიგმატიზირებული ინდივიდების ანგარიშების განხილვის შემდეგ. ყველაზე ცნობილი ანგარიში მოცემულია გოფმანის წიგნში, Stigma: Notes on the Management of Spoiled Identity, სადაც ავტორი წარმოგვიდგენს გამჭრიახ, ზუსტ ახსნებს, შემთხვევის შესწავლებს, გვთავაზობს ავტობიოგრაფიულ მოთხრობებს სტიგმატიზირებული ინდივიდების ცხოვრების შესახებ და მათი შერეული ინტერაქციების სირთულეებს. მსგავსი აღწერების ნახვა შესაძლებელია სხვა სახის ავტობიოგრაფიულ მოთხრობებსა და დოკუმენტურ წყაროებში.

შავკანიანობა: „როდესაც დღის განმავლობაში გულს გიწყალებენ, გაწუხებენ და ღამით შენზე ნადირობენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ზანგ ხარ, როდესაც მუდვივად თითის ცერებზე ხარ და არ იცი რას უნდა ელოდე, ჩნდება შინაგანი შიში, გაღიზიანება და აღშფოთება“.

სახის დეფორმაციები: „მე უპირატესობას ვანიჭებ უცნაურ ადამიანებთან ურთიერთობას. მშურს „ნორმალურობის“ და მინდა ისეთივე ვიყო, როგორც გარშემომყოფნი. დაცინვის ობიექტადყოფნა ჩვეული მდგომარეობაა.“


ჭარბწონიანობა: „როგორც მსუქანი ბავშვი და მოგვიანებით მსუქანი ზრდასრული
ადამიანი, ყოველთვის ვგრძნობდი სხვებისგან გაუცხოებას“ ან „ის ცოტა ხნით მშვიდად იყო, შემდეგ კი თქვა-ეს შემაძრწუნებელია, ჩემთვის მიმზიდველი არ ხარ შენი წონის გამო, მისმა ასეთმა პასუხმა გამანადგურა, მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა“.

ფიზიკური უუნარობა: „ბინაში სხვები მხედავდნენ თუ როგორ მივდიოდი და მოვდიოდი. მე მათ არ ვიცნობდი, ისინი არაფერს მეკითხებოდნენ, არც მე ვეკითხებოდი. მე მარტო ვიყავი“.

ენაბლუობა: „ჩვენ, ენაბლუები ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც აუცილებელია.
სხვა შემთხვევაში ვმალავთ საკუთარ დეფექტს, ხშირად ეს იმდენად კარგად გამოგვდის, რომ ჩვენი მეგობრები განცვიფრებულნი არიან კიდეც, როდესაც სიტყვას მოულოდნელად წამოვრშავ, სახე მემანჭება, სული მეხუთება და ვბლუკუნებ მანამ, სანამ სპაზმი არ დასრულდება. შემდეგ ვახელ თვალდებ და ვხედავ განცდილ მარცხს“.

ამ ანგარიშების განხილვა ორივე მხრიდან, სტიგმატიზირებული
და არასტიგმატიზირებული ინდივიდების მხრიდან გვიჩვენებს ორ ძირითად თემას. პირველი, შფოთვა არის ყოველი უხერხული მომენტის წინამორბედი ან თანმხლები. Leary-ის დეფინიციით, ესაა ფიზიოლოგიური აგზნება(ეროუზალი), რომელსაც თან ახლავს მოუქნელობა, მოუხერხებლობა და დაკავშირებულია მოახლოებულ, გარდაუვალ ნეგატიურ შედეგთან. შფოთვა უკავშირდება დისკომფორტის გრძნობას, დაძაბულობას, იძულებით ინტერაქციებს. მსგავსი აღწერა შეიძლება ადვილად გამოიყენეონ გარდაუვალ შერეულ ინტერაქციებში, სადაც აღმქმელს აქვს მოლოდინი, რომ სიტუაცია იქნება რთული ან ნეგატიური, რადგან ინტერაქცია სტიგმატიზირებულ ინდივიდთან მიმდინარეობს. მსგავსი მოლოდინები ზრდის შფოთვისა და ფიზიოლოგიური აგზნების დონეს, რაც თავის მხრივ შემდგომში განამტკიცებს, გააძლიერებს ამ მოლოდინებს. უხერხულ მომენტებს წარმოქმნის ინტერაქციის რომელიმე წევრის მიერ დისკომფორტის განცდა, და ეს შესაძლოა შეუმჩნეველიც კი დარჩეს ინტერაქციის მეორე
წევრისთვის.


არასტიგმატიზებული ადამიანების შფოთვის
მიზეზები


ხიფათის შიში

არასტიგმატიზირებულმა ადამიანებმა შესაძლოა განიცადონ შფოთვა სტიგმატიზირებული ადამიანის მიმართ შიშის გამო. შიშს შეიძლება სხვადასხვა წყარო
ჰქონდეს. თავდაპირველად განვიხილოთ „ხიფათის“ განზომილება, ან აღმქმელის შიში. ზოგიერთი სტიგმა შეიცავს წარმოსახულ ან რეალურ მუქარას, საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, სტერეოტიპები შავკანიანების შესახებ ან მსგავსი ბუნების სტიგმები (პატიმრობაში ყოფნა, რაიმეზე დამოკიდებულება) აყალიბებენ რწმენას, რომ ეს ადამიანები საშიშნი არიან ადამიანთა კეთილდღეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ეს ადამიანები არ არიან საშიშნი, მათთან ასოცირებული სტერეოტიპები აერთიანებს არასტიგმატიზირებული ინდივიდის გამოცდილებას დისკომფორტთან და შფოთვასთან შერეულ ინტერაქციაში.
შიში შესაძლოა წარმოიქმნას, ისეთ სტიგმაზე საპასუხოდ, რომლებიც აგრესიული ან არაპროგნოზირებადი ბუნების არიან და ამავდროულად უკავშირდებიან სტერეოტიპებს. მაგალითად, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების ეშინიათ, რადგან მათი ქცევების წინასწარმეტყველება რთულია.


არასტიგმატიზირებულ ინდივიდებს ეშინიათ არის სოციალური ან ინტერპერსონალური გადადება. შფოთვას საფუძვლად უდევს შიში იმისა, რომ სტიგმაგავრცელდება სტიგმატიზირებულ ინდივიდთან ურთიერთობის შედეგად. ადამიანთა უმრავლესობსა
სურს, რომ თავიდან აიცილოს სტიგმის შესაძლო გადადება. ზოგიერთი ადამიანი კი თავისი ნებით ურთერთობს სტიგმატიზირებულ ადამიანებთან, თავაზიანები არიან სტიგმის მიმართ. ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება სტიგმატიზირებული ადამიანების ახლობლები და ისინი, ვინც სტიგმატიზირებულ ადამიანებთან მუშაობენ, მაგალითად უნარშეზღუდულ პაციანტთან მომუშავე ექთანი ან ჰომოსექსუალთა ბარში მომუშავე ჰეტეროსექსუალი ბარმენი. სტიგმის გავცელების შიში გამოიხატება „ფიზიკური“
ან „სოციალური“ ფორმით. სტიგმის ფიზიკური გავრცელბა გულისხმობს ფიზიკურ გადადებას ანუ დასნებოვნებას. მაგალითად, ზოგ ადამიანს ეშინია შიდსის ან სიმსივნის მქონე ადამიანთან ურთიერთობის, რადგან ჰგონია რომ ეს დაავადებები მათზეც გავრცელდება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს შიშ საფუძვლიანიც არის. რაც შეეხება სტიგმის სოციალურ გავრცელებას, ესაა სოციალური სტატუსის დაკარგვის ან სტიგმატიზირებული ადამიანთან ურთიერთობის შედეგად მისი ატიტუდების გადადების შიში. მაგალითად, ჭარბწონიანი პარტნიორის ყოლამ შესაძლოა არასტიგმატიზირებულ ინდივიდზე ნეგატიური მახასიათებლების მიწერა გამოიწვიოს.

ბოლოდროინდელი კვლევებით დამტკიცებულია, რომ სოციალური გადადება მოქმედებს ჰომოსექსუალობის სტიგმაზე, ამდენად არასტიგმატიზირებული ინდივიდი გამართლებულია, როდესაც ცდილობს სტიგმატიზირებული ინდივიდისგან თავი შორს დაიჭიროს. Neuberg, Smith, Hoffman და Russell-მა აჩვენეს, რომ მამაკაცები უფრო ნეგატიურად იყვნენ შეფასებულნი, თუ ისინი მეგობრობდნენ ჰომოსექსუალ მამაკაცთან ჰეტეროსექსუალ მამაკაცებთან მეგობრობასთან შედარებით.

სტიგმის გადადების შიში გამომდინარეობს არამარტო სტიგმატიზირებული ადამიანის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის სიმცირით, არამედ სტიგმატიზირებულ ჯგუფთან ურთიერთობის ნაკლებობით. სტიგმატიზირებულთან ურთიერთობის გამოცდილების უქონლობა შეიძლება იყოს არა თავის არიდების, არამედ სტატისტიკურად ამ სტიგმის იშვიათობის შედეგი.


მოლოდინების და ნორმების დარღვევა

სტიგმატიზებულ ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილების უქონლობის გამო არასტიგმატიზებული ადამიანები მათთან კონტაქტში შედიან წინასწარ შემუშავებული მოლოდინებით და სქემებით. მაგალითად, არასტიგმატიზირებული ინდივიდი ელის, რომ ინტერაქციის მონაწილე იქნება არასტიგმატიზირებული ინდივიდის მსგავსი და ინტერაქცია მშვიდად ჩაივლის. თუ ურთიერთობა წარიმართა მოლოდინების შესაბამისად, მაშინ ადამიანის ქცევა არასტიგმატიზირებული ადამიანის მხრიდან არის წინასწარგანზრახული და რუტინული. მაგრამ დიდი შანსია ასე არ მოხდეს. შესაძლოა მოლოდინები არ გამართლდეს და არასტიგმატიზებული ადამიანები დარჩნენ სქემების გარეშე. გეგმის გარეშე წარმართული ურთიერთობის შედეგი არის, ის, რომ არასტიგმატიზირებულ ინდივიდს უწევს დიდი ყურადღება დაუთმოს საკუთარ და სტიგმატიზირებული ადმიანის ქცევებს, არასტიგმატიზირებული ინდივიდი
მეტ დროს უთმობს და ავითარებს თვითმონიტორინგს, ფიქრობს საკუთარ სიტყვებზე, ზღუდავს ვერბალურ და არავერბალურ ქცევებს. მოლოდინების დარღვევა და საკუთარ ქცევაზე მოულოდნელი ფოკუსირება თითქმის ყოველთვის იწვევს უხერხულ მომენტებს სტიგმატიზირებულ და არასტიგმატიირებულ ინდივიდთა ინტერაქციის პროცესში.


ფიქრების ჩახშობა

არასტიგმატიზირებული ინდივიდები ცდილობონ აკონტროლონ საკუთარი სიტყვები არ თქვან სტიგმატიზირებულთან არასწორი რამ, თუმცა ხშირად ისინი არ არიან დარწმუნებულნი თუ რა არის სწორი და რა არასწორი. არასტიგმატიზირებული ადამიანი იშვიათად თუ წამოწევს სტიგმასთან დაკავშირებულ თემას, რადგან სოციალურ ნორმად ითვლება, რომ სტიგმატიზირებულმა თავად უნდა წარადგინოს სტიგმა განხილვის საგნად. არასტიგმატიზირებული ინდივიდი ცდილობს ჩაახშოს, განდევნოს ნებისმიერი სტიგმასთან დაკავშირებული ფიქრი და ცდილობს თავი აარიდოს იმ თემების დასახელებასა და განხილვას, რომლებიც ირიბად მაინც უკავშირდება სტიგმას. არასტიგმატიზირებული ასევე თავს არიდებს მაგალითად სტიგმატიზირებულისადმი მიმართულ დაჟინებულ მზერას და მალავს ნებისმიერი სახის სამხილს, რაც განხეთქილების მიზეზი შეიძლება იყოს. კვლევები ფიქრების ჩახშობის შესახებ მოწმობენ, რომ არასტიგმატიზირებული ინდივიდი უსიამოვნო ფიქრების განდევნის დროს განიცდის „ასხლეტვის“ ეფექტს, რამდენადაც მოგვიანებით ისინი ამ ფიქრებს ხელახლა განიცდიან. თუ სტიგმატიზირებულ და არასტიგმატიზირებულ ინდივიდების ურთიერთობა მიმდინარეობს ასხლეტვის ფაზაში, უხერხულობის თავიდან აცილება შეუძლებელია. Macrae, Milne, და Bodenhausen-ის კვლევით, ცდისპირები, რომლებსაც მისცეს ინსტრუქცია არ ეფიქრათ რაიმე გაუფასურებული მახასიათებლის შესახებ( მაგალითად, სიმელოტე) არსებულ
სტერეოტიპებზე, უფრო მეტს ფიქრობდნენს სტერეოტიპებზე იმ ცდისპირებთან შედარებით, რომელთაც ფიქრების განდევნის ინსტრუქცია არ მიუღიათ. ასევე, სტერეოტიფული იქრების განდევნით დაკავებული ადამიანები უფრო შორს სხდებოდნენ მელოტი ადამიანებისგან. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ფიქრების განდევნა ქმნის დაძაბულობას, რომლიც მოგვიანებით იჩენს თავს.


არასწორი ინტერპრეტაციები, განმარტებები

არასტიგმატიზირებულ ინდივიდებს ხშირად აქვთ მცდარი ვარაუდები და წარმოდგენები სტიგმატიზირებული ინდივიდების შესახებ, რაც თავის მხრივ იწვევს უხერხულ მომენტებს. მაგალითად, არასტიგმატიზირებული ინდივდები გაუბედავად, ყოყმანით და დაურწმუნებლად რეაგირებენ სტიგმატიზირებულებზე რადგან ჰქონიათ რომ სტიგმატიზირებულნი, განსაკუთრებით ფიზიკური ნაკლის მქონენი არიან ემოციურები, მოღუშულები, დატანჯულები და დაღვრემილები სტიგმის გამო. ასევე, არასტიგმატიზირებული ინდივიდები თავს არიდებენ კონკრეტულ საკითხებს და ინტერაქციებს, რადგან ფიქრობენ, რომ სტიგმატიზირებულები ძალიან მგრძნობიარენი არიან საკუთარი სტიგმის მიმართ და ამავდროულად თავს გრძნობენ შეურაცხყოფილად სტიგმასთან დაკავშირებული ან კავშირის არმქონე საკითხებით. Belgrave და Mills მიხედვით, მსგავსი მოლოდინები ყალიბდება იმის შედეგად, რომ არასტიგმატიზირებული ინდივიდები საკუთარ თავს წარმოიდგენენ ხოლმე სტიგმატიზირებულის ადგილას. მსგავსი არასწორი ინტერპრეტაციები ბლოკავენ ურთიერთობის მონაწილეებს, სტიგმატიზირებულ და არასტიგმატიზირებულ ინდივიდებს, ხელს უშლიან ერთმანეთის შეცნობას და განაპირობებენ ინტერაქციის ნეგატიური გზით წარმართვას.



სტიგმატიზირებულთა შფოთვის მიზეზები


უარყოფის შიში

imageსტიგმატიზირებულ ადამიანს სხვასთან ურთიერთობისას შეიძლებაჰქონდეს რამდენიმე მიზანი, თუმცა უპირველესია შეამციროს მისადმი თავის არიდების სურვილი. ის თავს წარმატებულად თვლის, როცა ახერხებს მიღებული იქნას არასტიგმატიზირებული ადამიანის მიერ. ამ მოტივაციის გათვალისწინებით გოფმანმა (1963) შემოიტანა „ნორმალიზაციის“ ცნება, რომლის ქვეშაც იგულისხმება მოვლენა, როდესაც არასტიგმატიზირებული ადამიანი ისე ეპყრობა სტიგმატიზირებულს, თითქოს მას არ ჰქონდეს სტიგმა. ბუნებრივია, რომ სტიგმატიზირებულთა უმეტესობა ისწრაფვის ნორმალიზაციისკენ. ისინი განიცდიან შფოთვას, რადგან თითოეული ინტერაქცია არის პოტენციურად საფრთხის შემცველი მათი თვითშეფასებისა და ბედნიერებისთვის, ეშინიათ, რომ ნორმალიზაცია შესაძლოა არ მოხდეს. მცირე უარყოფის მინიშნებამაც კი შეიძლება წარმოქმნას დიდი შფოთვა და უხერხული მომენტი. ჯაჭვური რეაქციით სტიგმატიზირებულის უხერხულობამ შეიძლება უფრო მეტად უბიძგოს არასტიგმატირებულს თავი აარიდოს მას.
ყურადღების ცენტრში ყოფნა
უარყოფის შიშის გარდა სტიგმატიზირებულ ადამიანებს ასევე აწუხებთ ის ფაქტი, რომ თავიდან ვერ აიცილებენ ყურადღების ცენტრში ყოფნას. სხვა ადამიანთან ურთიერთობისას მათ აქვთ „სცენაზე ყოფნის“ განცდა, ამიტომ სტიგმის დაფარვის მიზნით ისინი მეტი მონდომებით ცდილობენ წარმოაჩინონ საკუთარი თავი და მოახდინონ სხვებზე დადებითი შთაბეჭდილება. სტიგმატიზირებული ინდივიდები ფიქრობენ, რომ სხვები ექცევიან მათ, როგორც დაბალი სტატუსის მქონეს. ასევე სტიგმატიზირებული ადამიანი ხშირად განიხილება მხოლოდ სტიგმის კონტექსტში და არა როგორც ცალკეული ინდივიდი. ყველა უცნაურობა მიეწერება სტიგმას, თუნდაც მასთან კავშირში სულაც არ იყოს. მაგალითად როცა უნარშეზღუდული ადამინი იღებს
არასწორ გადაწყვეტილებას, მას უკავშირებენ ფიზიკურ შეზღუდულობას და არა სხვა პიროვნულ ან გარეშე ფაქტორებს. არასტიგმატიზირებულ ადამიანებს აქვთ ტენდენცია, სტიგმის მქონე პიროვნებას მიაწერონ სხვა პრობლემებიც. მაგალითად, ისინი ხმამაღლა ელაპარაკებიან ბრმა ადამიანსს და ნელა - ვისაც ენა ებმის. ეს ყველაფერი ყურადღების ფოკუსში აქცევს სტიგმატიზირებულ პიროვნებას და თავს აგრძნობინებს უხერხულად.


საკუთარი თავის სიძულვილი

არ არის გასაკვირი, რომ სტიგმატიზებული ადამიანები ზოგჯერ თვითონაც უარყოფითად უყურებენ სტიგმებს და უხერხული მომენტები სხვა სტიგმატიზებულებთან ურთიერთობის დროსაც ექმნებათ.მაგალითად კომერმა და პალიავინმა (1972) აღმოაჩინეს, რომ ფიზიკურად უნარშეზღუდული ადამიანები უფრო მალე ასრულებდნენ ინტერვიუს და თვალს არიდებდნენ ინტერვიუერს, როცა ისიც უნარშეზღუდული იყო. ასეთი უარყოფითი რეაქციები საკუთარი ჯგუფის ან სხვა ჯგუფების წევრებისგან ნეგატიურ გავლენას ახდენს სტიგმატიზებულთა ხასიათსა და თვითშეფასებაზე. ინტერაქციის დაწყებისას მათ თავიდანვე აქვთ მოლოდინი, რომ უარყოფითად მოეპყრობიან და შესაბამისად განიცდიან შფოთვას.


არასწორი შეფასება

მრავალი ნეგატიული გამოცდილების შედეგად სტიგმატიზირებულმა ადამიანმა შეიძლება მოახდინოს გენერალიზაცია და ჩათვალოს, რომ მას ყველა უარყოფითად აღიქვამს. ისინი არა მარტო სხვებისგან იღებენ დამცირებას, არამედ შესაძლოა თავადვე შექმნან არასასურველი მოლოდინების მთელი სისტემა. კვლევების თანახმად, ხშირად სტიგმატიზირებული ინდივიდები მცდარ ინტერპრეტაციას უკეთებენ სხვების ქცევებს და დისკრიმინაციად აღიქვამენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც არ არის მათ წინააღმდეგ მიმართული. მაგალითად კლეკმა და სტრენტამ(1980) აღმოაჩინეს, რომ ცდისპირი, რომელსაც სჯეროდა რომ სახეზე კოსმეტიკის საშუალებით დაახატეს შრამები, სხვების
მხრიდან ნეიტრალურ კომენტარებსაც კი აღიქვამდა, როგორც მისკენ მიმართულ დისკრიმინაციას. სინამდვილეში მისთვის შრამები არ დაუხატავთ და არასტიგმატიზირებულ ადამიანს არანაირი მიზეზი არ ჰქონია მისი დისკრიმინაციისთვის.


რა თქმა უნდა უარყოფითი დამოკიდებულება სტიგმის მატარებელი ადამიანების მიმართ ნამდვილად არსებობს, თუმცა ამაში გარკვეულწილად პასუხისმგებლობა თავად სტიგმატიზირებულ ინდივიდებსაც ენიჭებათ, რადგან ხშირად ისინი სხვების ქცევებს არასწორად აფასებენ და ეს ვარაუდები ქმნიან არსებულ სოციალურ რეალობას. სტიგმატიზირებულმა ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პირველი რეაქცია აუცილებლად არ გულისხმობს მათ უარყოფას, არამედ ეს გამოწვეულია გამოცდილების არ მქონე არასტიგმატიზირებული ინდივიდის ეჭვით და დაურწმუნებლობით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოეპყროს სწორად სტიგმის მატარებელ ინდივიდს.



ავტორები: თინათინ სურმავა, ანა თოფურია




0
55
1-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ სურმავა
თინათინ სურმავა
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0