კინო ამერიკული ფილმების კლიშეები,რომელიც ღიმილის მომგვრელია(ნაწილი 2) 2015, 2 თებერვალი, 15:56 1-ყველა ნომერი ამერიკაში 555-ზე იწყება.
2-ფილმში ყველა ინგლისურად ლაპარაკობს, მნიშვნელობა არა აქვს საიდან არის, თუ გინდათ უცხოპლანეტელი იყოს.
3-ბოროტებს ისეთი ბოროტი გამოხედვა აქვთ, რომ ისინი მარტო გარეგნობის გამო უნდა დაიჭირო.
4-ფილმში არის მეორეხარისხოვანი გმირი, რომელიც რაღაც საშიშ სარდაფს იპოვის და აუცილებლად უნდა ჩავიდეს იქ, თან დასვას იდიოტური კითხვა :"რა არის შიგნით?"..რა თქმა უნდა იგი რამდენიმე წამის შემდეგ ცოცხალი აღარ იქნება.
5-მნიშვნელობა არა აქვს რამდენი მტერია ფილმის გმირის გარშემო, ისინი მოთბინებით ელოდებიან სანამ მათ წინაშე ტრიალებს და შეტევისთვის ემზადება, რომ ერთი დარტყმით ყველა მიაწვინოს. 6-ხელოვანი ხალხი:ყველა მწერალი მდიდარია, ყველა გამომცემლობა გლამურია, ყველა მხატვარს მიმზიდველი და კარგად განათებული სტუდია აქვს მაღალ სართულზე. 7-სავენტილაციო სისტემა შესანიშნავი სამალავია, იქ არავინ მოძებნის მას და ფილმის გმირს აძლევს იმის საშუალებას, რომ მიაღწიოს საჭირო ადგილამდე. 8-ყველა ბომბზე დიდი ელექტრონული ტაბლოა დამონტაჟებული, რომ ზუსტად იცოდეთ რა დროს აფეთქდება ბომბი. 9-როდესაც აფეთქება ხდება "კაი ბიჭები" არ შედრკებიან, ლამაზად მისეირნობენ და უკან არც იყურებიან. 10-სანამ ფილმის მთავარ გმირს მოკლავენ, ანტიგმირი ანუ "ცუდი ბიჭი" ეგრევე ტყვიას არ ესვრის, იგი რამდენიმე ხანი ნოტაციას კითხულობს, საბოლოოდ კი... 11- ისევ ბომბებზე. პირველ ნაწილში გვქონდა საუბარი, თუ როგორ ბჭობს ხმამაღლა ფილმის გმირი რომელი ფერის მავთული გადაჭრას მწვანე თუ წითელი(ან სხვა ფერი სულ ერთია)...იმიტომაცაა სხვადასხვა ფერის, რომ გაარკვიოს რომელი გადაჭრას. 12-რაც უფრო ვერ იტანენ ბიჭი და გოგო ერთმანეთს მთელი ფილმის განმავლობაში, მით უფრო დიდი ალბათობაა, რომ ფილმის ბოლოს მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. 13- შეყვარებული, რომელიც ფილმის ბოლოს ხვდება, რომ " ეს ის არის, ერთადერთი და განუმეორებელი", როგორ წესი ამ დროს ქალი აეროპორტშია და სამუდამოდ მიდის უცხო ქალაქში ...ფილმის გმირი მეგობრების დაჟინებული მოთხოვნით და დახმარებით გარბის აეროპორტში, რომ თვითმფრინავს მიასწროს. 14-კომპიუტერში მონაცემები რომ წაშალო საკმარისია ტყვია ესროლო. 15-აფეთქების შემდეგ დაჭრილს აუცილებლად ეკითხებიან:"კარგადა ხარ?" 252 5-ს მოსწონს
|