x
image
ვიზა კოხაძე
სახლის პირობებში მომზადებული უგემრიელესი სასმელი, რომელსაც მთელი ევროპა აგემოვნებს
imageლიმონის რძიანი სასმელი "LemonMilk drink" ჰქვია მას და როგორც მოგეხსენებათ, მთელი ევროპა აგემოვნებს.სასმელის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი დასახელების ინგრედიენტები:

1 ) – რძე - სამი ლიტრი;

2 ) - ლიმონი - 6 ცალი;( მნიშვნელობა არა აქვს, ლიმონი მწვანე იქნება თუ ყვითელი );

3 ) – შაქარი - სამი ჩაის ჭიქა;


4 ) – კონიაკის სპირტი ( თუ არ გვაქვს, შეიძლება ორმაგად ნახადი არაყი გამოვიყენოთ ) - სამი ჩაის ჭიქა;

5 ) – ვანილი;

6 ) – ნებისმიერი დასახელების ფერი.image

მომზადების პროცედურა: სამი ლიტრი რძე ავადუღოთ ემალის ქვაბში და ადუღებულ რძეში - ცხელშივე ჩავყაროთ წინასწარ წვრილად დაჭრილი ლიმონი, რომელიც ცალკე ჯამზე გახსნილი გვაქვს სამი კილოგრამ შაქართან ერთად.მოსარევად სასურველია გამოვიყენოთ ხის კოვზი. დავამატოთ სამი ჩაის ჭიქა სპირტი და კარგად ავურიოთ ერთმანეთში.
imageმომზადებული მასა ერთი კვირის განმავლობაში უნდა მოვათავსოთ ბნელ, გრილ ადგილას და ყოველი დღის განმავლობაში უნდა მოვურიოთ ხის კოვზით ორჯერ - სამჯერ.

კვირის ბოლოს მთლიანი მასა უნდა გაიწუროს მარლაში და გაწურვა უნდა მოხდეს მინიმუმ ორჯერ. დავამატოთ ერთი ცალი ვანილი და რომელიმე სახეობის ფერი - ასევე კარგად მოვურიოთ და ლიმონის რძიანი სასმელი მზად არის.
შეგიძლიათ სტუმარმაც და თქვენც მიირთვათ საწრუპი ჩხირებით.image

P.S. იმისათვის, რომ მართლაც ევროპული ელფერი ჰქონდეს ამ უნიკალურ სასმელს, პირადად მე სამი კილოგრამი შაქრის ნაცვლად სასმელს შევურიე ერთ კილოგრამ ნახევარი შაქარი და შემოდგომაზე დამზადებული ქაცვის ( ე. წ. აბლიპიხას ) შაქრით შესქელებული მასა 800 გრამიანი ქილით. მართლაც უგემრიელესი სასმელი მივიღე, იმდენად გემრიელი, რომ ერთ კვირაში მთლიანად გაქრა ოჯახიდან.image

2
819
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
819
  
2015, 4 თებერვალი, 11:52
კომენტარი ხომ მაგარია, მაგრამ სასმელიც უძაანესია"D"D"D"D"D
2015, 4 თებერვალი, 11:22
ზანამ სტატიის ბოლოში გავედი გადამიმჟავდა პირი
0 1 2