გადაცემა ''სხვა რაკურსში'' გია ჯაჯანიძესთან ერთად, იუნა შაფათავასა და კესარია აბრამიძის დაპირისპირებაზე სოციალურ ქსელში და ქართულ ინტერნეტსივრცეში მიმოხილვა არ წყდება.
წერენ იმასაც, რომ შესაძლოა ამ გადაცემამ გია ჯაჯანიძეს კარიერა იმსხვერპლოს, ტელეკომპანია ''იმედმა'' ბოდიში მოიხადოს და გადაცემა დახურონ.
განსაკუთრებულად მწვავედ გამოეხმაურნენ სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველები და
კესარიას ამშვიდებდნენ. კესოს გამამხნევებლებს შორის ერთ-ერთი იყო ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელიც ''ფეისბუქის'' მეშვეობით კესო აბრამიძეს ასე გამოეხმაურა:
"გუშინდელი დღესავით მახსოვს, ბათუმში, ბულვარში სააკაშვილმა რომ დაგინახა, შენსკენ
გამოიქცა და კიოდა: კესარია შენნაირი ლამაზი ქალი საქართველოში ორი-სამი
ცალიაო. დაცვა გიჟივით რომ გვიყურებდა", - წერს მუსერიძე.
ჯერ დაუზუსტებელია სინამდვილეს შეეფერება თუ არა ეს განცხადება, თუმცა ფაქტი ერთია, თამუნა მუსერიძემ ღიად და საჯაროდ გააკეთა ეს კომენტარი.
![რატომ მისდევდა ბათუმის ბულვარში
კესარია აბრამიძეს მიხეილ სააკაშვილი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201502/2015020101053970485.jpg)
გეგმაზომიერად ანადგურებენ ქართულ მენტალიტეტს და ეს კარგი საქმე ჰგონიათ.
რა ჩემი საქმეა ვინ როგორ გამოიიყენებს თავის სხეულს, უნდათ ქალად გადაიკეთონ თავი და უნდათ გომბეშოდ, მაგრამ შენ რომ პრესა და მედია ხარ რას უკეთებ რეკლამას, კესარიები არ მოგშლოდეთ ოჯახებში!!!