სისხლის სამართალი რატომ მოკლა 16 წლის მოზარდმა 18 წლის თანასკოლელი 2012, 18 მაისი, 13:02 საზარელი მკვლელობა ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში 16 მაისს, ღამის 11 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, 16 წლის მოზარდმა თანასოფლელსა და თანასკოლელს, 18 წლის გრიგოლ მარუაშვილს სახლში მიაკითხა და დასალაპარაკებლად გარეთ გაიყვანა. სტუმრის სახლში შემოსაპატიჟებლად გარეთ გასულ მამას, შვილი უკვე მოკლული, დამნაშავე კი გარეთ გაქცეული დახვდა. გარდაცვლილს დანა გულმკერდის არეში რვაჯერ აქვს მორტყმული. 3 ჭრილობა წინიდან, 5 უკნიდან. სკოლის დირექტორის თქმით სკოლაში ახალგაზრდებს შორის არავითარი კონფლიქტი ან დაძაბულობა არავის შეუნიშნავს. ახლობლები კი ერთი წლის წინ მომხდარ შელაპარაკებას იხსენებენ. ჩხუბის შესახებ ახლა მთელი სოფელი ერთიდაიმავე ისტორიას ყვება. მათი თქმით გარდაცვლილს შემთხვევით დაუფურთხებია მკვლელი შარვალზე, რის ნიადაგზეც წარმოიქმნა კონფლიქტი. ბოდიშიც მოხდის მიუხედავად 16 წლის მოზარდმა არ აპატია ეს შემთხვევითი უპატივცემულობა თანასოფლელს და შური სასტიკი მკვლელობით იძია. ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს. სასამართლო გაითვალისწინებს მის ასაკს და საქმის დასრულების შემდეგ ბრალდებულს დაახლოებით 15 წელი მიესჯება თავისუფლების აღკვეთა. 827 10-ს მოსწონს
|