x
image
მატასი
როგორ გავხადოთ ყავა გემრიელი

imageყოველდღიურად მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს ყავას როგორც სტიმულატორს, რათა გამოფხიზლდნენ, შეინარჩუნონ მხნეობა გაიფართოვონ ქმედებათა შესაძლებლობანი. ძალიან ბევრ ადამიანს დილა ყავის გარეშე ვერ წარმოუდგენია და არა მარტო დილა, მთელი დღის განმავლობაში ბევრი რამდენჯერმეც მიირთმევს საყვარელ სასმელს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყავა კარგი და გემრიელი გამოგვივიდეს. ნალექიან, ეგრეთწოდებულ ''თურქულ'' ყავას, თუ მოდუღებისას ცოტაოდენ ვანილს, კაკაოსა და მიხაკ-დარიჩინს დავუმატებთ, იგი გაცილებით გემრიელ არომატს შეიძენს. უნალექო ყავას რომ მოამზადებთ ჭიქაში ერთი ნაჭერი ფორთოხალი ან ლიმონი ჩააგდეთ. ხსნად ყავას ძალიან უხდება ერთი კოვზი გოგლიმოგლი. ჩააგდეთ ჭიქაში, ოღონდ არ მოურიოთ. ეს ვარშავული რეცეპტია.

7
20285
15-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
20285
  
2019, 30 იანვარი, 17:42
ყავის გემო თუ გვინდა გავიგოთ, ყოველგვარი იმპროვიზირება უადგილოა.:) მოვადუღოთ ნელ ცეცხლზე. გემრიელობის საიდუმლოება მისი დროულად გადმოდგმა მადუღარადან.და რა თქმა უნდა, თვით ყავის ხარისხი
2013, 5 მარტი, 15:36
მე გამიგია ნალექიან ყავას დუღილის დროს ქაფს თუ მოხდით უფრო გემრიელი გამოდისო.მე არ ვსვამ ყავას და არ ვიცი მარა როცა მომიდუღებია და ესე გამიკეთებია აღნიშნავენ რომ განსხვავება არის.
2012, 15 ივნისი, 10:01
ამართლებს
2012, 26 მაისი, 3:53
"ბარამბო" არ წავაა?? :)
2012, 25 მაისი, 11:19
მე ჩემეულ რეცეპტს გირჩევთ. ხსნად ყავაში ჩააგდეთ მწვანე ან ყვითელი ''ალპენ გოლდის'' შოკოლადის ნატეხები... ისეთი გემრიელია, ისეთი ისეთი... რომ ვერ აღვწერ სიტყვებით
2012, 19 მაისი, 14:01
ნეტა გოგლიმოგლით არ დაგეწერა... გულისამრეობაა. თუმცა ერთი + აქვს, მთელი დღე ჭამა აღარ გაგახსენდება. მადას აქვეითებს სასწაულად :)
0 1 7