სისხლის სამართალი რატომ მოკლეს გენერალი დუმბაძე 2012, 23 მაისი, 19:05 გუშინწინ მოსკოვში ქართველი გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, მკვლელობა რუბლიოვსკაიას ქუჩის ნომერ 30-თან მოხდა. დუმბაძე თავისი მანქანიდან გამოვიდა და მანქანისკენ წავიდა. მას მოტოციკლი წამოეწია, რომელზეც ორი პირი იჯდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ისინი გენერალს გამოელაპარაკნენ, რის შემდეგაც მოტოციკლისტის უკან მჯდომმა მას ავტომატური პისტოლეტიდან ორჯერ ესროლა - თავსა და მუცელში. დუმბაძე სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა. მოგვიანებიტ მოტოციკლი ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვეს. როგორც ჩანს თავდამსხმელები პროფესიონალი კილერები იყვნენ. რომან დუმბაძის სახელი ცნობილი 2004 წელს, ''აჭარის რევოლუციისას'' გახდა. მაშინ ბათუმში დისლოცირებული 25-ე ბრიგადის მეთაურმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ახლადარჩეულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და თავისი შეიარაღებული დანაყოფი აჭარის მაშინდელ ხელმძღვანელ ასლან აბაშიძეს დაუქვემდებარა. მკველობასთან დაკავშირებით არის ორი ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით მისი ლიკვიდაცია ქართულმა სპეცდანაყოფებმა მოახდინეს. თუმცა ალბათ ეს ნაკლებსავარაუდოა - დუმბაძე არ წარმოადგენდა ისეთ ფიგურას რომ რაიმე საფრთხე შეექმნა და ან საქართველოს ხელისუფლებას ეგრძნო რამე საშიშროება. თუმცა გამორიცხული არაფერია. მეორე და ყველაზე რეალური ვერსია, ალბათ, ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემებია. მოსკოვში კილერების დახმარებით ბიზნესდავების გადაწყვეტა ისევ პოპულარული გახდა. 612 3-ს მოსწონს
|