საქართველო "ლარის გაუფასურება მოგონილი თემაა" - ივანიშვილი მოსახლეობას ბანკირის აყვანას ურჩევს (+ვიდეო) 2015, 29 იანვარი, 12:48 ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურება მოგონილი თემაა და ეს საკითხი საზოგადოებას ტვირთად არ აწევს. განცხადება ივანიშილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, არაფერი გასაკუთრებული არ ხდება გარდა კარგისა. ექსპრემიერის განცხადებით, ეკონომიკა და ბიზნესი რთული მექანიზმია და ამას ცოდნა უნდა. "-ალღო უნდა, ასე მარტივი არ არის სად დააბანდო შენი კაპიტალი, დოლარში თუ ლარში, თუ ევროში გადაიტანო. ეს არის პროცესი, ეს არის ბიზნეს პროცესი და მოსახლეობაც ამ პროცესებში უნდა გაერკვეს. თუ ვერ ერკვევა ბანკირი დაიქირავოს, ან სპეციალისტი ვინც ამაში ერკვევა და რჩევა მიიღოს, "- ასეთი რჩევა მისცა ივანიშვილმა მოსახლეობას. 208 11-ს მოსწონს
|